"სასულიერო პირებს არ გვაქვს კომპეტენცია ცალკეული ტესტების ავკარგიანობაზე ვისაუბროთ, ეს მედიკოსების საქმეა!" - მეუფე მელქისედეკი
რელიგია - 21:08, 10 Apr, 2020     2094

ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ სახელმწიფოს, მედიკოსებს და ერთმანეთს, რათა ერთობით ვძლიოთ ამ საშინელ ვირუსს - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკ ხაჩიძემ განაცხადა.
მან სასულიერო პირების სწრაფი ტესტებით შემოწმების შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ სასულიერო პირებს არ აქვთ კომპეტენცია ცალკეული ტესტების ავკარგიანობაზე ისაუბრონ, ამიტომ გვერდში უნდა დაუდგნენ მედიკოსებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები.

"ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,იქიდან გამომდინარე რომ, უკვე ბევრმა თქვენგანმა (მათ შორის სასულიერო პირებმა, რომლებიც ასევე რისკ ჯგუფს წარმოადგენენ) მთხოვა აზრი გამომეთქვა კორონა ვირუსზე ხშირად ჩასატარებელი ტესტირების შესახებ, საჭიროდ ვთვლი დავაფიქსირო პოზიცია. უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, სასულიერო პირებს არ გვაქვს კომპეტენცია ცალკეული ტესტების ავკარგიანობაზე ვისაუბროთ. ეს მედიკოსების საქმეა! ჩვენი ვალდებულებაა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მათ, რომ ამ რთული ვითარებიდან მინიმალური დანაკარგით გამოვიდეთ. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ რაც უფრო ხშირად ჩატარება ტესტირება, მით უფრო დაცული ვიქნებით ვირუსისის გავრცელებისგან. ამის თქმის საფუძველს ვირუსის საკმაოდ ვერაგი ბუნება მაძლევს ვინაიდან მოგეხსენებათ რომ, ვირუსი ორ კვირამდე პერიოდის განმავლობაში შეიძლება იყოს ადამიანის ორგანიზმში მაგრამ არ გამოავლინოს სიმპტომები, თუმცა ამ პერიოდში ის ჩვენგან გადაედოთ სხვა ადამიანებს. აქედან გამომდინარე, თუკი ადამიანი ადრეულ სტადიაზევე შეიტყობს, რომ მას ეს ვირუსი აქვს, იგი მოთავსდება შესაბამის იზოლირებულ სივრცეში და თავიდან ავიცილებთ ვირუსის უკონტროლო გავრცელებას. ამით მარტო ჩვენს თავს კი არა, სხვა ადამიანებსაც დავიცავთ და არ გავხდებით ვირუსის უნებლიეთ გავრცელების წყარო. ჩვენზე განვთარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ ამ ვირუსთან ბრძოლა რადგან წამალი არ არსებობს და ერთადერთი გამოსავალი ამ დროისთვის არის ტესტირებით საწყის ეტაპზე გამოვლენა ვირუსის და თვით იზოლაცია.ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსთან ბრძოლა მხოლოდ ექიმების საქმე კი არა, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. როგორ უნდა წინ აღვუდგეთ მას? რამდენადაც შესაძლებელი და ხელმისაწვდომია ტესტირება დროულად ჩავიტარო და თუ ტესტზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა, სასწრაფოდ გადავიდეთ მკაცრად იზოლირებულ გარემოში, ისე, როგორც ამას მედიკოსები გვირჩევენ.და ბოლოს, როგორც სხვა დროსაც ბევრჯერ მითქვამს კიდევ გავიმეორებ, რომ ახლა არაა დაყოფის დრო! ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ სახელმწიფოს, მედიკოსებს და ერთმანეთს, რათა ერთობით ვძლიოთ ამ საშინელ ვირუსს და თავი დავაღწიოთ ამ საყოველთაო განსაცდელს!თქვენთვის მლოცველი,მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე", - აცხადებს მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42