"საქართველოს უძველეს ეკლესიას ილია მეორე ავტორიტარულად განაგებს, მოგმართავთ თხოვნით, გავლენა მოახდინოთ საქართველოს ეკლესიაზე" - ქართველმა თეოლოგებმა მსოფლიოს პატრიარქებს დახმარების თხოვნით მიმართეს
რელიგია - 19:35, 10 Apr, 2020 2988
ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრებს დახმარების თხოვნით მიმართავენ. თეოლოგები მოითხოვენ, გავლენა მოახდინონ საქართველოს ეკლესიაზე და გადაარჩინონ ქართველები საფრთხისაგან, რომელიც კორონავირუსის დროს პატრიარქ ილია მეორის დიქტატორული მმართველობისგან ემუქრებათ.
„უწმინდესნო და უნეტარესნო მეუფენო,XXI საუკუნის ახალი მტერი – ,,კოვიდ 19“ მომაკვდინებელი საფრთხეა კაცობრიობისთვის. ის მილიონობით ადამიანს სასოწარკვეთილებაში აგდებს და სრულიად ახალ რეალობაში ცხოვრებას გვაიძულებს. ეს არის რეალობა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და უკვე მრავალი სოციალური თუ ეკონომიკური უბედურება დაგვატეხა თავს. გარდაცვლილთა რაოდენობა მრავალ ათასს ითვლის და, სამწუხაროდ, ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.მაშინ, როდესაც თითქმის ყველა მართლმადიდებელმა ადგილობრივმა ეკლესიამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივ მთავრობათა რეკომენდაციები მიიღო, რომელიც ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრების შეზღუდვასა და სხვა სახის პრევენციულ ქმედებებს ითვალისწინებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯიუტად დგას თავის უცვლელ პოზიციაზე, არ მოუწოდებს მრევლს დარჩეს სახლში და უარს აცხადებს ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაატაროს.შედეგად, სამღვდელოების წარმომადგენლები მორწმუნეებს სასიკვდილო საფრთხისაკენ მიუძღვიან. ამ მძიმე ჟამს, სამღვდელო დასის რიგი წევრები წარმოთქვამენ ქადაგებებს, რომლებიც სავსეა სიძულვილით, ფანატიზმითა და ცრუ აპოკალიპტური მოლოდინებით. სოციალურ დისტანცირებაზე დროებით უარის თქმა, მორწმუნეების გარდა, საქართველოში მცხოვრებ სხვა ადამიანებსაც უქმნის საფრთხეს. ამის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ყველა ის თეოლოგი, მღვდელი თუ ექიმი, ვინც საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას არ ეთანხმება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ეკლესიის მტრადაა შერაცხილი. ამის გარდა, საქართველოს საპატრიარქო ახალისებს იმ მღვდელმთავრებს და მღვდლებს, რომლებიც იმ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებს განსჯიან და აკრიტიკებენ, რომლებაც საკუთარი ხალხის დასაცავდ შესაბამისი და ადექვატური ზომები მიიღეს.ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს უძველეს ეკლესიას კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ავტორიტარულად განაგებს. წლების მანძილზე ჩამოყალიბებული მმართველობის ეს სისტემა სრულიად უგულვებელყოფს ეკლესიის მართვის კოლგიურ პრინციპს წმინდა სინოდის სახით. და ყოველივე ეს წმინდა სინოდის თითოეული წევრის დუმილისა და კონფორმიზმის გამო ხდება. ეს კონფორმიზმი ძირს უთხრის კოლეგიურ პრინციპს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში საეკლესიო მმართველობის საფუძველს წარმოადგენდა. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო, ფანატიკურად განწყობილი რელიგიური ჯგუფების დახმარებით, პირდაპირ თუ ირიბად აშანტაჟებს საქართველოს მთავრობას და საშუალებას არ აძლევს მას, საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამისი ღონისძიებანი გაატაროს.უწმინდესნო მამანო, საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პირთა უმოქმედობისა და უპასუხისმგებლობის გამო, მოგმართავთ თხოვნით, გავლენა მოახდინოთ საქართველოს ეკლესიაზე, რათა ოფიციალურმა იერარქიამ მიიღოს ყველა აუცილებელი გონივრული ზომა, რათა საქართველოს ათასობით მოქალაქის ინფიცირება და სიკვდილი თავიდან ავიცილოთ“- ნათქვამია განცხადებაში.
წერილის ავტორები:ზვიად ცაბაძე – თეოლოგიის მაგისტრანტი, პადერბონი, გერმანიაგიორგი ტიგინაშვილი – თეოლოგიის ბაკალავრი, თბილისი, საქართველოშოთა მათითაშვილი – ისტორიის დოქტორი, საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარიკახა უსუფაშვილი – თეოლოგიის ბაკალავრი, ათენი, საბერძნეთი.ლადო წითლიძე – თეოლოგიის მაგისტრანტი, ჟენევა, შვეიცარია.
წერილის ადრესატები არიან:მსოფლიო პატრიარქ ბართლომე კონსტანტინეპოლელითეოდორე ალექსანდრიელიიოანე ანტიოქიელითეოფილე იერუსალიმელიკირილე მოსკოველიირინეოს სერბელიდანიელ რუმინელინეოფიტე ბულგარელიქრიზოსტომოს კვიპროსელიიერონიმე ელადელიანასტასი ალბანელისაბა პოლონელიროსტისლავ პრეშოველიეპიფანე კიეველი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა