დღეს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყლის მიწოდება შეუწყდება. შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის III მ/რაიონში, I კვარტლის №9 კორპუსის ტერიტორიაზე, ასევე, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქ. #273-ის მიმდებარედ, წყალსადენის დაზიანებული ქსელების აღსადგენად საჭიროა საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. აღნიშნულის გამო, დღეს, 14:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყვეტილი ექნება: ზემო ვეძისის, ოსეთის, III დელისის, გაზაფხულის, ბერიტაშვილის და ინტანსიფიკაციის ქუჩებს; ნუცუბიძის ქუჩის №77-ის კორპუსებს.
11:00-დან 23:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხევისუბნის, ახალდაბის, არალეთისა და მათ მიმდებარე ქუჩებს გურამიშვილის გამზირის ნაწილს - ლიახვის ქუჩამდე.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებელს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის. მათივე ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე წყლის მიწოდება აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები






