მედიკოსებისთვის პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია.
კლინიკაში ახალი კორონავირუსით ამ დროისთვის სულ სამი პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა, შედარებით მძიმეა.
"ჩვენთან კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 63 პაციენტია, მათგან 3 არის დადასტურებული კოვიდ ინფექციით აქედან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, იმიტომ, რომ ამ პაციენტს, გარდა იმისა, რომ აქვს პნევმონია, რაც ახასიათებს მძიმედ მიმდინარე კოვიდის ფორმებს, ამასთან თანმხლები დაავადებაც აქვს - შაქრიანი დიაბეტი, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ყველა ამ პაციენტთან მიმართებაში გვაქვს ზუსტი ეპიდანამნეზი, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა გვყავს ორი პაციენტი საეჭვო, რომლებიდანაც ერთს თუ აღმოაჩნდა კორონა, არ იცის საიდან შეიძლებოდა დამართნოდა. თუ დადასტურდება, მერე შესაბამისი რეაქცია ექნება ამას,“ - განაცხადა ლევან გოფოძემ.
მასალის გამოყენების პირობები






