გახმაურებული კლიპის ავტორებს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი გიორგი ჩალაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც გუშინ ქართველი მომღერლების მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლს ეხება.
ჩალაძე აცხადებს, რომ გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია, თუმცა მათ ამის ნებართვა არ გაუციათ.
"კლიპი ვნახე. ლაბორატორიის კადრები გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია • National Laboratory of Genetics-ში. ეს კადრები არის ჩემი გუნდის შექმნილი და დაცულია საავტორო უფლებით.
მე ნებართვა არ გამიცია. არც ჩემს პარტნიორს. არც ანაზღაურება მოგვითხოვია ან მიგვიღია.
კადრში ჩემი თანამშრომელი ჩანს როგორ მუშაობს. მასაც არ გაუცია ნებართვა.
ეს არის ქურდობა.
უფლების დარღვევა= კანონის დარღვევას.
ვინ არის ამ კლიპის ავტორი? საქპატენტი • Sakpatenti“, – წერს გიორგი ჩალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






