შსს-მ ნარკორეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა
სამართალი - 09:41, 06 Nov, 2013     1875

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წ. დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი ლევან კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ხოლო 1956 წელს დაბადებული, წარსულში ასევე ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი თემურ წ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ლევან კ. გორის რაიონის სოფელ ბერბუკთან მდებარე ავტოგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 10 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,07913 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს.

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა ნარკორეალიზატორის ვინაობა, რომლისგანაც ლევან კ-მ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა. სამართალდამცველებმა რეალიზატორი სოფელ ბერბუკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. თემურ წ-ს პირადი ჩხრეკისას 5 აბი „სუბუტექსი“, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული 76 აბი და 45 ნატეხი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,6495 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება ლევან კ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით), ხოლო თეიმურაზ წ-ს მიმართ – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე (სსსკ–ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42