დღეს, დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. კომპანია "თელასის" ცნობით ელექტრომომარაგება შეუწყდებათ: 10 საათიდან 18 საათამდე: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების და სოფელ დიღომის მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 17 საათამდე: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე: აღმაშენებლის ხეივნის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე: აკ. წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას, სამტრედიის, ბელიაშვილის, ჩაჩავას და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე: ლილოს და საქსოფმანქანის დასახლებების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე: გორგასლის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე: ნინო ჩხეიძის, ახვლედიანის და ხეთაგუროვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბუაჩიძის, გუდამაყარის, სააკაძის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე: რატევანის, მუხრანის, ჩარგლის, დადიანის და ბეჟანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე: ნიკოლაძის, ქიაჩელის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
"თელასის" ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტრომომარაგება აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები






