ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა წერილი, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში განხორციელებულ წარმატებულ ნაბიჯებსა და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე საუბრობს.
„საქართველოს მთავრობა, საჯარო და კერძო სექტორში მყოფი დაინტერესებული მხარეები და საქართველოს მოქალაქეები ძალზე მოქნილად და კოოპერატიულად შეხვდნენ კორონავირუსს. სწრაფმა და გადამწყვეტმა ნაბიჯებმა დაავადების გავრცელების დასაწყისიდანვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ვირუსის გავრცელების შეჩერებაში“ - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში.
გამოქვეყნებულ წერილში აგრეთვე საუბარია მთავრობის მიერ ბიზნესისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის დახმარების გაწევასა და გაჯანსაღების გეგმების შემუშავებაზე.
„გადასახადებზე წინდახედულობამ და უკანასკნელ წლებში რეზერვების შემუშავებამ საქართველოს ეკონომიკა ძალზე კარგად მოამზადა ეკონომიკური კრიზისისთვის. სტრუქტურული რეფორმების მიღწევების მემკიდრეობასთან ერთად შესაძლებელია ძლიერი რეაგირება ქვეყნის მომავლის რისკის ქვეშ დაყენების გარეშე“.
„მიუხედავად ზემოხსენებული ღონისძიებებისა, მთავარი ინვესტიციები და ფინანსური დახმარებები აუცილებელია, რათა სათანადოდ იქნეს აღჭურვილი ჯანმრთელობის სექტორი, რომელიც უნდა გაუმკლავდეს მოცემულ გამოწვევებს. არავინ არ უნდა დარჩეს დახმარების გარეშე, უნდა მოხდეს მხარდაჭერა მოწყვლადი ბიზნეს ჯგუფებისა და ოჯახებისა, რომლებმაც უნდა გაუძლონ ამ შოკს, აუცილებელია გაგრძელდეს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რათა მოხდეს ეკონომიკის გაჯანსაღება“
„ამ პანდემიის დასაძლევად, ჩვენ გვჭირდება კოორდინირებული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური პაკეტები. ევროკავშირი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერალური მთავრობა, საფრანგეთის მთავრობა , მსოფლიო ბანკი და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ჯგუფი ვმუშაობთ საკითხზე, რათა საქართველოს აღმოვუჩინოთ ფინანსური დახმარების პაკეტი, რომელიც მიმართული იქნება ხელისუფლების მხარდაჭერაზე ეფექტურად გამუკლავდეს ამ უპრეცედენტო კრიზისს“- ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე საქართველოს მხარდამჭერ წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






