"ეს არის ცინიზმი... ივანიშვილმა საკუთარი ქონების 0,6% ჩარიცხა ფონდში და ეს უნდა იქნეს მოწონებული?!" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 16:14, 09 Apr, 2020     937
"ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მალია "ქართული ოცნების" თავმმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას ეხმაურება.

მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველ ფონდში შეეძლო გაცილებით მეტი თანხა ჩაერიცხა.

"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას, ხომ გინდათ, რომ ვიყო გულრწრფელი და გითხრათ ის, რასაც ვფიქრობ - ეს არის ცინიზმი. ამ ადამიანს მხოლოდ საყდრისის აფეთქებიდან, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თითქმის 2 მილიარდი ლარის ღირებულების ოქრო და სპილენძი აქვს გატანილი ქვეყნიდან...

ბიძინა ივანიშვილის, როგორც ამ ქვეყნის მმართველის და ჩემი აზრით მძარცველის შემოსავალი 2019 წელს გახდა 550 მილიონი დოლარი და მისი ქონების 0,6%, რაღაცა 31 მილიონი დოლარი ჩარიცხა ახლა ფონდში და ეს უნდა იქნეს ახლა მოწონებული?!

ტვიტერის დამფუძნებელმა საკუთარი ქონების 27% გადარიცხა შესაბამის ფონდში, მილიარდი დოლარი," - განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ხელისუფლებას პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმაროს.

"ოპოზიცია, როგორც არასდროს ისე არის ახლა ხარისხობრივი პასუხისმგებლობით განმსჭვალული და ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას ითვალისწინებს. გარდა იმისა, რომ ვცდილობთ ვიყოთ სოლიდარული და მეტ-ნაკლებად რბილები კრიტიკაში, ამასთან, ვისაც რა შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ და აქ არ არის მხოლოდ საუბარი "ნაციონალურ მოძრაობაზე." ასობით გაჭირვებული ოჯახი არის მხარდაჭერილი ოპოზიციისგან.

ძალიან მნიშვნელოვან შეთავაზებაზე ხელისუფლებამ უარი თქვა, რომელიც ეხება ემიგრანტების ჩამოყვანას. "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მიხელ სააკაშვილმა კონკრეტული შეთავაზება გააკეთა და ასევე თქვა, რომ კი ბატონო, მე ფონდში ჩავრიცხავ თანხას, უბრალოდ კონკრეტულ უკრაინულ ავიაკომპანიას თქვენ გაუფორმეთ ხელშეკრულება და ამის შემდეგ შემდეგ ბუნებრივია, ყველა იმ საფასურს, რომელიც მოემსახურებოდა ყველა ჩვენს ემიგრანტის ჩამოყვანას, ჩვენ ამ თანხას ავანაზღაურებთ," - განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42