მოულოდნელად გათავისუფლებული მერები და პოლიტიკური სასამართლო: "ივანიშვილი არჩევნებისთვის ემზადება"- ნიკა მელია
პოლიტიკა - 14:34, 09 Apr, 2020     743
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხებაზე საუბრიბს და იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება" ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს.

"მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევა არის ურთულესი ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, ის შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ელჩების აქტიური თანამონაწილეობით, უნდა იქნეს ხორცშესხმული და ხელი ვერ უნდა შეუშალოს ვერცერთმა ფორსმაჟორულმა მდგომარეობამ. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება არ გამოიყენებს შექმნილ რთულ, ეპიდემიურ მდგომარეობას, იმისათვის, რომ რაიმე სახით არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც მის გეგმებს არ მოემსახურება, ან გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოემსახურება.

დღეის მდგომარეობით მხოლოდ შემიძლია იმედი დავიტოვო, რომ ივანიშვილის ხელისუფლება კვლავ არ გატეხს სიტყვას.

დღეს პოლიტიკური პროცესები მეორე, მესამე და მეოთხე პლანზეა გადასული და ვიწრო პარტიული ინტერესების დრო ახლა არ არის. თუმცა დღე არ გავა ისე, რომ ხელისუფლებამ ზუსტად ვიწრო პარტიული ინტერესის ნაბიჯს არ გადადგას"- აცხადებს "დღის კურიერთან" ოპოზიციის ლიდერი.

ენმ-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი არჩევნებისთვის ემზადება.

მელია მერების მოულოდნელ გათავისუფლებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ გიორგი ჭიღვარიას ტექსტიც კი სხვამ დაუწერა:

"რამდენი მუნიციპალიტეტის არჩევითი მერი გაადაყენეს. გუშინ ქუთაისის მერს ხმა არ ამოუღია. სოციალურ ქსელში დაუწერეს და აუტვირთეს. ჭიღვარიას არტიკულირებული რომელიმე გზავნილი ვინმემ მოისმინა?! - არა რა თქმა უნდა. ასევე გაგახსენებთ ბახტაძეს, რომელსაც ხმა არ ამოუღია.

ივანიშვილი არჩევნებისთვის ემზადება. უზენაესი სასამრთლოს მოსამართლე ისე დანიშნა, რომ არც არავის ჰკითხა. ყველაფერი დახურულია, 50 000-მდე მოვაჭრე ულუკმაპუროდაა დარჩენილი, მაგრამ ერთადერთი დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებს, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პროცესები მიმდინარეობს," - განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42