,,9 აპრილი, ერთის მხრივ მძიმე , ტრაგიკული დღეა, როდესაც თავისუფლების იდეას ჩვენი გულანთებული ნარჩევი ახალგაზრდები შეეწირნენ და მეორეს მხრივ საამაყო დღეცაა, როგორც სიმბოლო მამულიშვილობის, თავდადების, ერთიანობის. 9 აპრილი ჩვენი ერის სინდისია." - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე.
მისი განცხადებით, დღეს საქართველოს, ისე როგორც დანარჩენ მსოფლიოს, მძიმე გამოწვევასთან ბრძოლა უწევს, მაგრამ არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის ისტორიული მნიშვნელობის თარიღების დავიწყება.
,,9 აპრილი თითოეულ ქართველს გვახსენებს ჩვენს მოვალეობას ქვეყნისა და ჩვენი გმირების წინაშე და მოგვიწოდებს იმასაც, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენი უპირველესი ამოცანაა ქვეყნის გაერთიანება. მეგობრებო, უნდა გვახსოვდეს ჩვენი აფხაზეთი, სამაჩაბლო!" - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






