13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ქვეყანაში, კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე დაწესებულო საგანგებო რეჟიმის პირობებში, როცა პროცესების უმეტესობა გადაიდო, უცნობია, რა მიზანს ემსახურება ოქრუაშვილის პროცესების თითქმის ყოველდღე, დაჩქარებული წესით გამართვა.
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი ფიქრობს, რომ მოსამართლე განაჩენის გამოტანას ჩქარობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოქრუაშვილის საქმეზე პოლიტიკა სასამართლოზე წინ დგას და გადაწყვეტილებაც პოლიტიკური იქნება.
მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია, ხელისუფლება როგორც ჩანს აპირებს, რომ ეს ვითარებაც გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის და სავარაუდოდ დაარღვიოს შეთანხმება" აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
ველოდებით რომ ამ შეთანხმების თავის ნაწილს ხელისუფლება შეასრულებს და პოლიტპატიმრებს ირაკლი ოქრუაშვილს, გიგი უგულავას, გიორგი რურუას გაათავისუფლებს მანამ სანამ იქნება ბოლო მოსმენა საკონსტიტუციო პაკეტის, ეს არის ჩვენი ბოლო ვადა." აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






