„კორონავირუსის ფონზე ოქრუაშვილის პროცესები დაჩქარებული რეჟიმით იმართება, აშკარაა, მოსამართლე განაჩენის გამოტანას ჩქარობს“ - გურამ ჩალაგაშვილი
პოლიტიკა - 10:05, 08 Apr, 2020     560
13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ქვეყანაში, კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე დაწესებულო საგანგებო რეჟიმის პირობებში, როცა პროცესების უმეტესობა გადაიდო, უცნობია, რა მიზანს ემსახურება ოქრუაშვილის პროცესების თითქმის ყოველდღე, დაჩქარებული წესით გამართვა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი ფიქრობს, რომ მოსამართლე განაჩენის გამოტანას ჩქარობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოქრუაშვილის საქმეზე პოლიტიკა სასამართლოზე წინ დგას და გადაწყვეტილებაც პოლიტიკური იქნება.

„კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, სასამართლო პროცესების უმრავლესობა გადაიდო. სხვა სურათია ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესები თითქმის ყოველდღე, დაჩქარებული რეჟიმით იმართება.

აშკარაა, მოსამართლე განაჩენის გამოტანას ჩქარობს.

ე.წ. პროკურატურა აღარ მოითხოვს დაკითხოს 400-მდე მოწმე, რომელზეც ყოველი სასამართლო პროცესის დროს აცხადებდა.

ოქრუაშვილის პროცესი იმდენად გახმაურებული და თეთრი ძაფით ნაკერია, რომ მისი არსის გარკვევაში დიდი იურიდიული ცოდნა და გამოცდილება საჭირო არ არის.

ფაქტია პროკურატურას მტკიცებულებები არ ჰქონია. რაც ბუნებაში არ იყო, როგორ ექნებათ?

სამაგიეროდ, მტკიცებულებების არარსებობა არ აინტერესებს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძეს და „ზემოდან“ მითითებებით ცდილობს განაჩენის გამოტანას.

ცხადია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკა სასამართლოზე წინ დგას და გადაწყვეტილებაც პოლიტიკური დადგება.

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია და ამას მტკიცება არ სჭირდება“ - აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42