„ნიკა მგონი დაბადებულიც არ იყო, როცა პირადად მე ანზორ მელიას სახელი და გვარი მესმოდა. ნიკა მელიას ფაქტორს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ჩემი ეს პოსტი პოლიტიკური მოტივებისგან სრულად დაცლილია. სიახლე არავისთვის იქნება, თუ ვიტყვი, რომ თავის მშობლიურ ქალაქში და მთლიანად საქართველოში, ალბათ კაცი არ იყო დარცენილი, ვინც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ანზორ მელიას იმედად არ ყოფილიყო. ნამდვილად დიდი პატივია ალბათ გოგაშვილისთვის, რომ მის აბდაუბდას ვეხმიანები, მაგრამ ეს აბდაუბდა მმართველი პარტიის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მიიჩნევა ივანიშვილის კარზე. რაც გოგაშვილია, ისაა პარტიაც და ივანიშვილის კარიც... თუმცა, შვილის პოლიტიკური შეხედულების გამო, ამ რანგის და დამსახურების ექიმის შეურაცხყოფა რომ თქვცენთვის წამგებიანია, ვინმე მაინც გირჩიოთ... მინიმუმ ის მაინც გაითვალისწინეთ, ადამიანების სიცოცხლისთვის მებრძოლს, ადამიანის სიცოცხლის მარტივად გამმეტებელი რომ ლანძღავს, საზოგადოება ამას არც მიიღებს და ყველა ნაბიჯზე წინ გხვდებათ... „ - წერს ედპ-ის ლიდერი.
მასალის გამოყენების პირობები






