„გოგაშვილი ანზორ მელიას აგინებს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაჩემია... რომელიც ნახევარი საუკუნეა იბრძვის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად“ - ნიკა მელია
პოლიტიკა - 16:53, 07 Apr, 2020     1309
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის თავდასხმა ანზორ მელიაზე - ხელისუფლების პარტიულმა ფუნქციონერმა ცნობილ ექიმს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც ანზორ მელიამ მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს ექიმების კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს ემიგრანტებისათვის დისტანციურად სამედიცინო დახმარების გაწევას.

გოგაშვილის ქმედებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ენმ-ის პოლიტსაბჭოს თამჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამბობს, რომ „გოგაშვილმა ანზორ მელიას აგინა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაჩემია“. ნიკა მელია სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს შეახსენებს, რომ ანზორ ათწლეულებია იბრძვის ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მას პაციენტები პარტიული კუთვნილების მიზედვით არასოდეს დაუყვია.

„მამაჩემი ანზორ მელია ჩაერთო ექიმების სრულიად აპოლიტიკურ აქციაში - გამოთქვა მზადყოფნა ემიგრანტებისთვის დისტანციურად გაეწია კონსულტაცია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ექიმთა შესაბამის სიაში მისმა აღმოჩენამ აღაშფოთა ერთ დროს ღატაკი, სოციალურ შემწეობაზე მყოფი და ახლა უკვე დეკლარირებული მილიონერი, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე და დღესაც ხელისუფლების პარტიული ფუნქციონერი სოსო გოგაშვილი.

ეს აღშფოთება გამოხატა უხამსი გინებითა და 72 წლის ექიმის ტერორისტად გამოცხადებით.

მოკლედ, იოლი მოსათმენი ნამდვილად არაა, როდესაც შენი ოპონენტი საჯაროდ აგინებს შენს მშობელს, აგინებს მხოლოდ იმიტომ რომ ის ექიმია და მზადაა დაეხმაროს ხალხს. რაც მთავარია, აგინებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ იგი მამაჩემია.

ანზორ მელია არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ამდენად გოგაშვილის „ბირჟავიკული“ ისტერია ვერანაირად ვერ იქნება გამოწვეული უშუალოდ მისი პოლიტიკური შეხედულებებით, გოგაშვილი მას აგინებს მხოლოდ იმიტომ რომ მამაჩემია.

ანზორ მელია ზუსტად იმდენი წელია ექიმია და პაციენტებს ემსახურება, რამდენი წლისაცაა ბატონი გოგაშვილი.

რაც თავი მახსოვს, მამაჩემი არც თავს ეკუთვნოდა, არც ჩვენ, შვილებს, პაციენტებს ეკუთვნოდა და ეკუთვნის

იგი არასოდეს არ ჰყოფდა პაციენტებს არც პოლიტიკური და არც სხვა რაიმე ნიშნით და მისთვის დღესაც პაციენტია უმთავრესი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის პარტიულ კუთვნილებას.

და მთავარი, მამაჩემი აგერ უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც იბრძვის ადამიანებისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რომელსაც ბატონი გოგაშვილისნაირი „ანტიტერორისტები“ უსპობენ“ - წერს ნიკა მელია.

გოგოაშვილის ფეისბუქპოსტს კლინიკა "გულის" დამფუძნებელი, ანზორ მელია ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა.

ცნობილი ექიმი აცხადებს, რომ მან სოციალურ ქსელში ნახა, რომ ემიგრანტები ითხოვდნენ დახმარებას და მისი თქმით სიამოვნებით ჩაერთო ამ კამპანიაში. მელიას თქმით, იგი არის ექიმი, პოლიტიკა კი აქ არაფერ შუაშია. მისივე განმარტებით, ის ყოველთვის დაეხმარბა ყველა პაციენტს ვისაც დახმარება სჭირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42