თხოვნის დოკუმენტში საუბარია აღჭურვილობასა და სხვადასხვა სახის სანიტარულ ხელსაწყოებზე. მასში აღწერილია მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კორონავირუსთან ბრძოლაში. ასევე, გაწერილია თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის საჭირო აღჭურვილობის ჩამონათვალი:
საველე ბანაკი - 100;
სამედიცინო ბანაკი - 100;
საველე სასადილო - 100;
საწოლი - 2 500;
პირსაბანი - 100;
გენერატორი — 100;
გამათბობელი - 600;
ცეცხლმაქრი - 300;
მაცივარი შუშის კარით - 100;
ელექტროჩაიდანი - 200;
თერმომეტრი - 200;
სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერი - 500;
ელექტროთერმომეტრი - 200;
ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი - 200;
გზის გადასაკეტი პლასტმასის ბარიერები - 1200;
ამკრძალავი ნიშანი - 200;
ხელში დასაჭერი ამკრძალავი ნიშანი - 200;
პროექტორი (150-ვოლტიანი) - 400;
მეგაფონი - 100;
მავთულხლართის კოჭი (20-მეტრიანი) - 100;
სამედიცინო პირბადე - 7 500;
ხელთათმანები - 7 500;
დოკუმენტში ასევე საუბარია სწრაფად მოხმარებადი ნივთების კატეგორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის:
ერთჯერადი დამცავი ბიოკომბინიზონი - 20 500;
რესპირატორი - 26 000;
დამცავი ნიღაბი - 190 000;
სადეზინფექციო შხაპის კარავი - 4;
წყალგამძლე მასალა სადეზინფექციო შხაპის კარვისთვის, 5X5 - 4;
ბიოსაფრთხის სადეზინფექციო სპრეი პირადი მოხმარებისთვის - 1000;
გასაბერი კარავი გათბობის სისტემით - 40;
ინფრაწითელი თერმომეტრი - 290;
დამცავი ხელთათმანი - 23 000;
სადეზინფექციო საშუალება - 500 ლიტრი;
სათვალე/სახის დამცავი ფარი - 2 000;
ელექტროსპრეი - 50.
მასალის გამოყენების პირობები






