"მანქანაში ღორივით შემაგდეს... მუხლებით დამახტა, ერთ-ერთი შარვალს მხდიდა..."- ბათუმელი მამაკაცი სამართალდამცავებს არაადამიანურ მობყრობაში ადანაშაულებს
შემთხვევა - 15:14, 06 Apr, 2020     1985
ბათუმში მცხოვრები 41 წლის მამაკაცი საპატრული პოლიციის მხრიდან სასტიკ და არაადამიანურ მობყრობაზე საუბრობს.

მოქალაქე ირწმუნება, რომ შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა, როცა ის აფთქიაქში წამლის საყიდლად ჩადიოდა.

მამაკაცი ამბობს, რომ მან პოლიციის ერთ-ერთი ეკიპაჟისგან ნებართვა ითხოვა და მიიღო კიდევაც, თუმცა ის მეორე ეკიპაჟმა გააჩერა და 5-მდე ადამიანმა სასტიკად სცემა.

მამაკაცს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება. ბათუმში მცხოვრები პირი ამბობს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი მას სწორედ იმ ადგილზე ურტყამდა, სადაც წყლული ჰქონდა, ამასთან მისი თქმით, სამართალდამცავი შეეცადა მისთვის შარვალი ჩაეხადა. მამაკაცის თქმით, მას მობილური ტელეფონიც წაართვეს.

"ავუხსენი, რომ ნებართვა ვითხოვე მათივე კოლეგებისგან, ვუთხარი რომ აქვე, აფთიქში წამლის საყიდლად მივდიოდი. რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბიჭოთი, ქყჩური ტონით დამიწყო საუბარი. მე მათ განუმარტე, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ და არა ძველი ბიჭები. ამის შემდეგ ძირს დამაგდეს, გამკოჭეს. ხუთნი იყვნენ და მანქანაში ღორივით შემაგდეს. ვეუბნებოდი, რომ ხელი მომტყდდა, ვუხსნიდი, რომ ზურგზე პრობლემები მაქვს. რას აკეთებ, არ გამისკდეს ეს წანაზარდითქო, ერთ ერთმა რა უნდა გაგისკდესო და ზუსტად იმ ადგილზე მუხლებით დამახტა. სამი პოლიციელი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი, რომელიც მანქანაში მსვავდა, შარვალს მხდიდა, რამაც ჩემი გაღიზიანება გამოიწვია. შარვალს როგორ მხდი არაადამიანი ხართქო... ნახე რას გიზამო ყვიროდა"- აცხადებს დაზარალებული "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

მამაკაცის უფლებადამცველი აცხადებს იმასაც რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ სიგარეტითაც მიაყენეს ჭრილობები.

"იკვეთება პოლიციელთა მხრიდან უფლება-მოსილების გადამეტება. იქ არ იყო ერთგვარი შემოლაწუნება. მას ტანზე აქვს ნამწვავები. ეს პოლიციელები უნდა დაისაჯონ"- აცხადებს ადვოკატი. მისი თქმით, ფაქტის გასაჩივრებას გენერალურ ინსპექციაში აპირებენ.

ბათუმში მომხდარ ფატს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

"გამოძიება ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე -3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. გამოძიების ფარგლებში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები"- უთხრეს "ნიუპოსტს" უწყებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42