ხელისუფლება დამატებით სპეცრეისებს ნიშნავს - ზალკალიანი ენმ-ს ემიგრანტების დასაბრუნებლად თანხის ჩარიცხვას ფონდში ურჩევს
პოლიტიკა - 13:19, 06 Apr, 2020     682
ემიგნანტების დაბრუნება სამშობლოში - აქტუალურ და მძიმე თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან დანიშნულია 10-მდე სპეციალური რეისი.

"ვმუშაობთ შემდგომ ეტაპობრივ გამოყვანაზე ჩვენი მოქალაქეების. უახლოესი ფრენების განრიგი არის შემდეგი: 7 აპრილს განხორციელდება ფრენა თბილისი-ათენის მიმართულებით, 10 აპრილს თბილისი-ლარნაკას მიმართულებით, 12 აპრილს თბილისი-ბერლინი თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. ეს არის ის რეისები, რომლებიც იყო უკვე დაანონსებული და რომელზეც დაიწყება ორი დღით ადრე ბილეთების გაყიდვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ჩვენ ამ მიმართულებებიდან ეტაპობრივად დავაბრუნებთ მოქალაქეებს. ასევე შეგახსენებთ, 16 აპრილს განხორციელდება რეისი თბილისი-პარიზი-თბილისი, 16 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისი და 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი.

ასევე, დღევანდელი ჩვენი კონსტულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება და 24 აპრილს და 27 აპრილს, განხორციელდება ფრენები თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმართულებით, ასევე თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით. დღეისათვის უკვე 5 ათასამდე საქართველოს მოქალაქეა დაბრუნებული და ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას უკრაინული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ზალკალიანმა ოპოზიციას თანხის ჩარიცხვა ურჩია.

„თუ ვინმეს დახმარებას სურს, შეუძლია თანხა კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში ჩარიცხოს“- თქვა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42