ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა.
„სასწრაფოდ საჭიროა და მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტრომ მიმართოს იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთასამინისტროებს იმისათვის, რომ „სქაიაფს" მიეცეს საშუალება ამ ფრენების განხორციელების. საგანგებო მდგომარეობაა სახელმწიფოში, აეროპორტები დაკეტილია და სახელმწიფოსჩარევის გარეშე ამ ნებართვის მიღება სრულიად შეუძლებელია. საგარეო საქმეთასამინისტრომ დაავალოს საკონსულოებს და საელჩოებს აღნუსხოს ჩვენი მოქალაქეები, სოციალური სამართლიანობის საფუძველზე შეადგინოს მგზავრების სია იმისგათვალისწინებით, რომ უპირველეს ყოვლისა ბავშვებიანი ოჯახები, სტუდენტები, სამკურნალოდ ჩასული და იქ ჩარჩენილი ადამიანები უნდა მოხვდნენ ამ სიებში.
28 მარტს ჩვენ უკვე მივაწოდეთ ჩვენი მოქალაქეების სიები, სადაც 4000 მეტი ადამიანია, ამიტომ ამის განხორციელება არც თუ ისე ძნელია. აუცილებელია, რომ „სქაიაფს" მიეცესფრენებისთვის შესაბამისი ნებართვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის 81-ედადგენილების ფარგლებში, რომლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ საგანგებომდგომარეობის ვადით ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო სახმელეთო და საზღვაომიმოსვლა, ხოლო მეორე მუხლის მესამე პუნქტი განმარტავს, რომ ჩარტერული ფრენებისგანაცხადი განიხილება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკის დამდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. ვერც ერთი ფიზიკური პირი დაპოლიტიკური პარტია ამას ვერ გააკეთებს, თუ ხელისუფლების თანხმობა არ იქნება და ბოლოს, რომ მოვხსნათ ყველა ბარიერი და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაშველო ოპერაციაჩავატაროთ, ჩვენ მზად ვართ შესაბამისი თანხა გადმოვურიცხოთ ხელისუფლებას. ერთადერთი პირობაა, ფინანსები გამოიყოფა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ხელსმოაწერს უკრაინულ ავიაკომპანია „სქაიაფთან" კონტრაქტზე", - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






