მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ - McKinsey-ის ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარი
ეს საინტერესოა - 20:38, 05 Apr, 2020     2116

საკონსალტინგო კომპანია McKinsey-ის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს დასკვნების სერია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მსოფლიო ეკონომიკა მას შემდეგ, რაც COVID-19-ის პანდემია დამარცხდება. ისინი მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს ეკონომიკას ასეთი კრიზისი

მათ შემოგვთავაზეს ორი ძირითადი სცენარი.

ოპტიმისტური:

სამთვიანი კატასტროფული ვარდნის შემდეგ მიხდება ეკონომიკის მყისიერი ზრდა. ამ სცენარს ერთი მთავარი წინაპირობა აქვს - კორონავირუსი მსოფლიომ ივნისის ბოლომდე უნდა დაამარცხოს.

ამ შემთხვევაში ჩინეთი სწრაფად აღდგება და მისი საწარმოო პოტენციალი 2019 წლის დასასრულისას გაუტოლდება. ამერიკა და ევროპა კრიზისს უფრო მტკივნეულად გადაიტანს - აშშ-ის 2020 წლის ეკონომიკური ზრდის დონე ნულოვანი იქნება, ხოლო ევროკავშირის ეკონომიკა 4%-იან ზარალზე გავა. ზოგადად მსოფლიოს ეკონომიკის ზრდა 1,4%-ით შემცირდება.

პესიმისტური:

პანდემიის შეჩერება ვერ ხერხდება და დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა კორონავირუსით დაინფიცირდება. ამ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტური იქნება საკუთარი ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანის მიერ გატარებული ზომები.

თუ ეს ზომები არაეფექტური გამოდგა, გაკორტდება ბევრი ბანკი, ჩამოიშლება ფინანსური სისტემა, წარმოება, და კრიზისი შესაძლოა წლები გაგრძელდეს. ერთრთი გამოთვლებით, ამ შემთხვევაში მსოფლიოს ეკონომიკა პანდემიამდელ დონეს 2022 წელს მიაღწევს, ჩინეთი - ნახევარი წლით ადრე, აშშ და ევროკავშირი 2023 წლის ბოლოს.

განვითარებადი ქვეყნები, რომლებისაც კრიზისები და კატაკლიზმები ხშირად აქვთ გადატანილი, ამ პრობლემებს იოლად გადაიტანენ. განვითარებული ქვეყნები კი ისეთ შოკში იქნებიან, რომელიც მატ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ განუცდიათ. მოვლენების პესიმისტურმა განვითარებამ შეიძლება ძირეულად შეცვალოს მსოფლიო და ადამიანთა ქცევა.

McKinsey ცნობილი საერთაშორისო კონსალტინგ-კომპანიაა, რომელიც სტრატეგიული მართვის საკითხეის გადაჭრაზეა სპეციალიზებული. მისი ექსპერტები კონსულტაციას უწევენ არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას და კომპანიას, სამთავრობო დაწესებულებებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42