"ვიღაც ამბობს, ეზიარებით და ამით საფრთხეს ქმნით – არ დაიჯეროთ, ზიარება საფრთხის შემცველი არ არის, გამორიცხულია" - მეუფე დავითი
რელიგია - 15:07, 05 Apr, 2020     2060

წარმოუდგენელია, ტაძარში არ იყოს მსახურება. არ ვამბობთ, როგორი იქნება აღდგომის ღამისთევა, ის, რაც არ ვიცით, ხვალ რა იქნება, არ უნდა ვილაპარაკოთ. ერთი კი ვიცით, რომ უნდა ვწიროთ და დღესასწაული აღვნიშნოთ. როგორ იქნება და რანაირად იქნება, ღმერთი გამოაჩენს - ამის შესახებ ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.მან ასევე აღნიშნა, რომ წირვის დროს აუცილებელია დისტანციის დაცვა და კორონა ვირუსის დამარცხების შემდეგაც მეუფე ამ წესის შენარჩუნების მომხრეა.
"დღეს ტაძარში ჩვენ ახლა შორი-შორს ვდგავართ. ვფიქრობ, კარგია. თუ მიაქცევდით ყურადღებას, რომ დაბნელდება, ღამისთევებზე ელექტროგანათება არ გვაქვს, რადგან როდესაც ტაძარი განათებულია, ადამიანები ეძებენ ნაცნობს. რომ ნახავენ, მივლენ და მოიკითხავენ. სხვებს ხელს უშლიან, გონებამოკრეფით იყვნენ. ეს შორი-შორს დგომა ცუდი არა არის. დღეს ამას ვარქმევთ დადგენილ დისტანცირების წესს. მართალი რომ გითხრათ, ასე უნდა ვიდგეთ ყოველთვის. ვფიქრობ, ეს კარგია, ერთიმეორეს ტაძარში არ ვესაუბროთ და ფეხაკრეფით უნდა ვიმოძრაოთ, საღვთო მსახურებას ხელი არ ეშლებოდეს. ღამისთევაზე ყოფნა არის გამოუთქმელი ზეიმი და სიხარული. ვერაფერი შეცვლის ტაძარში მსახურების მადლს და სულიერ ძალას. არაფერია სასწაული მათთვის, ვისაც ღმერთი არ უყვარს და უგუნურებით ებრძვიან. ვიღაც ამბობს, ეზიარებით და ამით საფრთხეს ქმნით – არ დაიჯეროთ, რადგან ზიარება საფრთხის შემცველი არ არის. გამორიცხულია, მსახურებაზე ცუდი მოხდეს, თუმცა არაფრისგან ვართ დაცული. უამრავი შემთხვევა ყოფილა, ყოფილა ეპიდემიები. გვეუბნებიან, ტაძრის გარეთ დავდგეთ, აბა წარმოიდგინეთ. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ არის, როცა აღდგომის ღამისთევის დროს ტაძარი იცლება სიმბოლოდ იმისა, რომ მაცხოვრის საფლავი როგორც იყო აღდგომის წინ, ცარიელი და კარი იყო დახშული, როგორც ლოდით დაბეჭდილი სამარხი. აი, იმისი სიმბოლოა, ტაძარიც ამიტომ ცარიელდება და რომ შემოვდივართ, შემდეგ ვანთებთ სანთლებს“, – განმარტა მეუფე დავითმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42