ენმ-ს ლიდერის აღნიშნავს, რომ აღჭურვილობის დეფიციტის გამო მწარმოებლები მას იმათზე ყიდიან, ვინც მეტს იხდის.
ოპოზიციის ლიდერის შეფასებით, ამ სიტუაციაში სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა საქართველოში "ერთ კაცს" შეუძლია, თუმცა ის დაიმალა.
"საკუთარი მოსახლეობის გადასარჩენად სახელმწიფოები უკვე აღარ ერიდებიან ისეთ აკრძალული ილეთების გამოყენებას, რომელსაც სხვა ვითარებაში არც იკადრებდნენ.
ნიღბებზე, პირბადეებსა და რესპირატორებზე დაუნდობელი ბრძოლა მიდის.
მთელი თვითმფრინავი იყო დატვირთული ნიღბებით, რომელიც ჩინეთიდან საფრანგეთში იგზავნებოდა, მაგრამ ეს პროდუქცია ბოლო მომენტში აშშ-მ შეიძინა ჩინეთისგან სამმაგ ფასად.
საფრანგეთი გვერდზე გაწია და შეიძინა.
თურქეთმა საერთოდ ესპანეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი რესპირატორები დაიტოვა და ესპანეთს არ გაატანა.
უკვე ამ ხერხებით მიდის თვითგადარჩენისთვის ბრძოლა დემოკრატიულ სივრცეშიც კი. დეფიციტია აღჭურვილობის და უკვე იმაზე ყიდიან, ვინც მეტს იხდის.
ჩვენ არც ფული გვაქვს და არც თავი - დიახ, არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დროულად დაიჭერდა თადარიგს , დაიწყებდა ზრუნვას აღჭურვილობაზე, ვიდრე კრიზისი ასეთ საშინელ ფორმას მიიღებდა.
ბიუჯეტს თუ არა აქვს იმის საშუალება, რომ ვინმეზე მეტი გადაიხადოს, ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს ერთ მილიარდერს, რომელიც საერთოდ გაქრა და აღარც გვენახება. დიახ, მას თავისუფლად შეუძლია სხვაზე მეტი გადაიხადოს და დროულად შეისყიდოს ერთი პატარა ქვეყნისთვის საკმარი აღჭურვილობა.
მისი შეძლების პატრონისთვის, საერთოდ არაა შეუძლებელი. ადვილი პუშკინის სკვერის ლარად ყიდვაა"- აცხადებს ნიკა მელია.
მასალის გამოყენების პირობები






