"მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ, და არა პრემიები აიღონ.
ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. მე მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ, და არა პრემიები აიღონ. გავერკვევი ამ საკითხში და თუ ეს დადასტურდა, მივიღებ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირკვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მარტის თვეში პრემიები გასცა.
პრემიები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დასაქმებულებმა მიიღეს. მათ შორის არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე.
მასალის გამოყენების პირობები






