ხელმომწერი სუბიექტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ფინანსური დახმარება კორონავირუსით გამოწვეული მძიმე შედეგებისა და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ კრიზისი, რომელიც მსოფლიოს ელოდება, განსაკუთრებით მძიმედ დაარტყამს საქართველოს. ჯაფარიძის თქმით, ამ ვითარებაში დასავლელი პარტნიორების დახმარების გარეშე ქვეყანა კრიზისს ვერ გადაიტანს.
"კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ახლა გასაკეთებელია, არის ის რომ უნდა მივიღოთ დახმარება ჩვენი პარტნიორებისგან, როგორც ქვეყნებისგან, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან. ამ დახმარების გარეშე, პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავება, საქართველოს ეკონომიკას, რომელიც ისედაც ძალიან სუსტ მდგომარეობაშია, ძალიან გაუჭირდება.
პრაქტიკულად სრული თანხვედრა იყო პოლიტიკურ პარტიებში რომ ერთობლივი მიმართვა გაგვეკეთებინა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი და გვეთხოვა კონკრეტული ფინანსური დახმარება, რომელიც ქვეყანას გადაატანინებს იმ კრიზისს, რომელსაც ამ მდგომარეობაში, სამწუხაროდ, თავიდან ვერ ავიცილებთ. ეს კრიზისი დადგება მთელ დედამიწაზე მაგრამ ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანას უფრო მეტად დაარტყამს. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ერთსულოვნება, ძალიან მნიშვნელოვანია". - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






