NGO-ები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან
პოლიტიკა - 16:40, 03 Apr, 2020     570
მესამე სექტორი უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან.

განაცხადებას 17 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, სადაც ნათქვამია, რომ იმ პირობებში, როცა პროცესზე შეუძლებელი იქნება სხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ კონტროლის განხორციელება, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნა, დაუშვებელია.

„3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა დაინიშნა, რომელზეც, გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნის საკითხი განიხილება. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება პროცესზე საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ კონტროლის განხორციელება, დაუშვებლად მიგვაჩნია. მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ კიდევ ინარჩუნებს საზოგადოების მხრიდან ნდობასა და ავტორიტეტს, მოსამართლის არსებულ გარემოებებში და დახურულ კარს მიღმა დანიშვნა, უარყოფითად იმოქმედებს როგორც თავად დანიშნული მოსამართლის, ისე მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციაზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა იმავე დღის წესრიგით 31 მარტს იყო დანიშნული, თუმცა მოგვიანებით, გავრცელებული განცხადების თანახმად, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 3 წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს. სწორედ უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2019 წლის 5 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ კანონის მოთხოვნისა და სამოქალაქო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე არ დანიშნა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში პლენუმის სხდომის აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად დანიშვნა, შესაძლოა მოტივირებული იყოს არა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, არამედ პროცესზე საზოგადოებრივი მეთვალყურეობის თავიდან ასაცილებლად.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, არ დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანამ, სანამ ქვეყანაში არ გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და ქვეყანა არ დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება დანიშვნის პროცესის საჯაროობა, გამჭვირვალობა და პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება.“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციებსი მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კავშირი „საფარი"

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

თანასწორობის მოძრაობა

ადამიანის უფლებათა ცენტრი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

ევროპის ფონდი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42