საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით ნაადრევი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს.
მისივე თქმით, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ლიტურგიაზე მრევლის დასწრებასთან დაკავშირებით მოსაზრებით იჩქარა და მისი განცხადება საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო.
"ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას, როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურებას, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა რაღაც გაუგებრობები. ვითარება მუდმივად იცვლება, ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტზე ხელისუფლებასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთანაც და ვცდილობთ, რომ ადეკვატურად გვქონდეს რეაგირება. ეს არ არის სწორი პოზიცია, რომ საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე ვინმე იქნება ტაძარში. ეს არ არის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება. ეს იყო ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული კომენტარი და მან თქვა, რომ მისი მოსაზრებაა".
მასალის გამოყენების პირობები