ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ოპოზიციური პარტიების მიერ საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაგზავნილ მიმართვას ეხმაურება.
საუბარია ოპოზიციური სპექტრის იმ განცხადებაზე, რომელშიც პარტიებმა ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს და საერთაშორისო პარტნიორებს ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისგან თავის დასაღწევად დახმარება სთხოვეს.
ბაქრაძის განმარტებით, ეს არის პასუხისმგებლიანი ოპოზიციის ქცევის ახალი სტანდარტი და მიუხედავად უმწვავესი პოლიტიკური დაპირისპირებისა ოპოზიცია მზად არის, დაეხმაროს ხელისუფლებას უცხოელ დონორებთან მუშაობაში, რათა ქვეყანაში მეტი დახმარება შემოვიდეს.
"ყველას კარგად გვესმის, რომ უცხოური დახმარებების და შიდა ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ერთდროული პაკეტის გარეშე, ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას და ამის შედეგად ათობით ათასი ოჯახის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, ამიტომ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, ყველა ჩვენი რესურსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მეტი დახმარება შემოვიდეს საქართველოში და მეტ ადამიანს დავეხმაროთ და ნებისმიერი უცხოელი დონორისთვის ასეთი წერილი არის იმის სიგნალი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს ეროვნული თანხმობა და ქვეყნის დახმარება არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი,"- თქვა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






