„სმარტი“, წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად, საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:30, 03 Apr, 2020     1695

„სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში საქართველოს წითელი ჯვრისა და ქალაქ თბილისის მერიის ხანდაზმულთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სპეციალური კუთხეები მოეწყო, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მათთვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საჭიროებების წინასწარ შემუშავებული სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში.

აღნიშნული კამპანია „სმარტში“ გუშინ დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ვისოლ ჯგუფი“ მარტის შუა რიცხვებიდან შეუერთდა თბილისის მერიის კიდევ ერთ ინიციატივას და სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით ამარაგებს. „ვისოლ ჯგუფი“, ასევე, მოუწოდებს სხვა ბიზნესკომპანიებს, ჩაერთონ ინიციატივაში და გაიზიაროინ სოციალური პასუხისმგებლობა.

#ჩაერთე ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც საქართველოს კერძო სექტორს მერიასთან ერთად საერთო სოციალური პასუხისმგებლობის მიზნის გარშემო აერთიანებს. #ჩაერთე დევიზით სოციალური რგოლი თბილისის მასშტაბით „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი სარეკლამო კომპანია „ალმას“ ყველა გარე მონიტორზე და „ვისოლ ჯგუფის“ სოციალურ მედიაგვერდებზე ზიარდება და მოუწოდებს კომპანიებს, ერთად დავძლიოთ COVID-19-ით გამოწეული კრიზისი.

„როგორც ვიცით, COVID-19 ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფი ხანდაზმული ადამიანები არიან. მათ შორის კი განსაკუთრებულად უჭირთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად, ჩვენს ძალისხმევასთან ერთად, ფართო საზოგადოებასაც ვაძლევთ საშუალებას, ჩაერთონ ქველმოქმედებაში და დაეხმარონ ხანდაზმულ ადამიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ასე ვეცდებით, მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მათ კრიზისული პერიოდის გადატანა“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42