ივანიშვილი უშუალოდ იყო ჩართული 20 ივნისის მოვლენებში – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ომბუდსმენის სკანდალურ ანგარიშს ეხმაურებიან
პოლიტიკა - 13:16, 03 Apr, 2020     562


სახალხო დამცველის ანგარიშს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება.საუბარია ომბუდმენის სკანდალურ დასკვნაზე, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეს ჩანაწერებში არსად ისმის სროლის გაცემის ბრძანება.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ შს მინიტრ გიორგი გახარიას, ამავე დროს ბიძინა ივანიშვილს და მის მიმართ დაქვემდებარებულ პირებს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სიმართლის დადგენა ძალიან რთული გახდება, თუ არ იქნება შესაძლებლობა იმ ჩანაწერების მოსმენის, რომელიც გამოკვეთს ამ პროცესში და იმ ღამით განვითარებულ მოვლენებში ბიძინა ივანიშვილის როლს და მის მიერ გაცემულ მითითებებს.
მისივე თქმით, საქმის გამოძიება უნდა გაგრძელდეს და გაესეც პასუხი მთავარ კითხვას, თუ ვინ გასცა მშვიდობიანი აქციის დარბევისა და რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება 20 ივნისის ღამეს.
"თითქმის 10 თვე გავიდა 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან და უკვე 10 თვეა თითქმის ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობროა ელოდება პასუხს მიუკერძოებელი გამოძიებიდან. რატომ გამოიყენა სახელმწიფომ გადაჭარბებული ძალა და დაარბია მშვიდობიანი აქცია 20 ივნისს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არასოდეს გვქონია მოლოდინი, რომმ ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძიებდა, გუშინ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა გადააჭარბა ჩვენ მოლოდინსაც კი იმ თვალსაზრისით, რომ ანგარიშში იკვეთება, არა მხოლოდ 20 ივნისს ჩადენილი დანაშაული, არამედ გამოძიების პროცესში დამალული მტკიცებულებები და სახელმწიფოს მხრიდან მცდელობები, რომ არ დადგინდეს სიმართლე ამ საქმესთან მიმართებაში. ჯოხი გადატყდეს პოლიციის რიგით თანამშრომლებზე და პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ააცილონ იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ სისხლიან ოპერაციას და ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილებებზე. კონკრეტულად, გამოძიების შედეგად დღეს არ გვაქვს პასუხი, ვინ გასცა ბრანება, რომ გამოყენებული ყოფილიყო ე.წ რეზინის ტყვიები, რომელიც გამოყენებული იყო ძალიან დიდი რაოდენობით, 800 ტყვია დაიხარჯა და ამის შედეგად დაზარალდა საქართველოს 273 მოქალაქე. მათ შორის რამდენნიემ დაკარგა თვალი და მიიღო გამოუსწორებელი ზიანი. ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ არ აქვს პასუხი ვინ გასცა ბრძანება ამაზე. როგორც ჩანს გადაიმალა ის ჩანაწერები, რომელიც მისცემდა შესაძლებლობას სახალხო დამცველს, რომ დაედგინა სიმართლე. აქ გამოიკვეთა ერთი რამ, ცვენ არ ვცხოვრობთ, სამართლებრივ სახელმწიფოში, ამ ანგარიშიდან ასკვნით არა მხოლოდ იმას, რომ პასუხისმგებლობას გაურბის ახლანდელი პრემიერი და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინიდტრი გიორგი გახარია, არამედ აქედან ირკვევა ისიც, რომ სხვა სახელმწიფო უწყებები, რომლებიც არიან პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში , ისეთი როგორიც არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური , ბატონი ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, სუს-ი, რომესაც მაშინ ბატონი გომელაური ხელმძღვანელობდა. ეს უწყებები მონაწილეობდნენ სპეცოპერაციაში თუმცა, დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა კონკრეტულ დავალებებს ასრულებდნენ ისინი .

ჩვენ აქედან ვხედავთ იმას, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბატონ გახარიას, რომელიც მაშინ იყო შს მინისტრი, მაგრამ ამავე დროს ნათლად იკვეთება, რომ ბიძინა ივანიშვილი მის მიმართ დაქვემდებარებული პირების თანამონაწილეობით, როგორც ჩანს უშუალოდ იყო ჩართული 20 ივნისის მოვლენებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაგვიჭირდება სიმართლის დადგენა თუ არ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ მოვუსმინოთ მათ შორის იმ ჩანაწერებს, რომელიც გამოკვეთს ამ პროცესში და იმ ღამით განვითარებულ მოვლენებში ბიძინა ივანიშვილის როლს და მის მიერ გაცემულ მითითებებს.
ამ საქმის გამოძიება უნდა გაგრძელდეს . გამოძიება ჩატარდება როცა იქნება შესაძლებლობა, რომ შევისწავლოთ ყველა მასალა. ერთადერთი რაც ჩვენ გავიგეთ დღეს, არის ის, რომ 800 ჭურვის გამოყენების შედეგა, 273 ადამიანი როდესაც დაშავდა სახელმწიფოს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს და მათ არ აქვთ პასუხი მთავარ კითხვაზე, ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისის ღამეს" - აცხადებს სალომე სამადაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42