პოლიტიკური ოპოზიციის მიმართვა საერთაშორისო პარტნიორებს - ოპოზიციის ლიდერები დასავლეთს სახელმწიფოს მხარდაჭერას სთხოვენ
პოლიტიკა - 10:34, 03 Apr, 2020     765
ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო პარტნიორებს მიმრთვას უგზავნია., ვრცელი წერილის ადრესატები არიან აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარების ბანკი, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, Development Bank, აზიის განვითარების ბანკი, JICA.
წერილში, რომელსაც ერთიანი ოპოზიციის ლიდერები აწერენ ხელ, საუბარია შესაძლო ეკონომიკურ კრიზისზზე, რომლიც საქართველოს კორონავირუსისგან მოწვეული ვითარების გამო ემუქრება, პოლიტიკური ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორებს მიამრთავს რომ კრიზისის დასაძლებად მნიშვნელოვანია მათი დახმარება, აღნიშნული პოზიციით, ოპოზიციის ლიდერები დასავლელ პარტინორებსეუბნებიან, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგას მხარში ოპოზიცია ხელისუფლებას სახელმწიფოსთვის ამ მეტად კრიტიკულ ვითარებაში. ოპოზიციური პარიების მიიჩნევსნ, რომ ამ სახის დამოკიდებულება მნიშნელოვანია ქვეყნის შემდგომი დემოკრაყიული და სტაბილური განვითარებისთვის.


ოპოზიციის გაცხადებაში, აღნიშნულია, რომ COVID-19-მა სქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა და ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს.


მიმართვაში, რომელსაც ხელს ოპოზიციური პარტიები აწერენ, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებებელი აუცილებლობა, სწორედ ამიტომ, მიუხედავად განსხვავაებებისა ოპოზიცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს მთავრობას, რომ მიიღოს ის დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისგან , რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას დაძლიოს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.


"კორონავირუსმა, მსოფლიო და საქართველო, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშეა. ამ გამოწვევის დასაძლევად საჭირო გახდა და გადაიდგა ნაბიჯები, რომლებმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ეკონომიკას. ეს ვითარება შესაძლოა კიდევ დამძიმდეს.

მიღებული ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ რთულად გათვლადია, თუმცა ცხადია, რომ ზიანი დიდი იქნება. ეკონომიკური კრიზისი, ასევე, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მყიფე დემოკრატიას, რომელმაც მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, მნიშვნელოვან გამოცდას უნდა გაუძლოს.

ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური განსხვავებები ხელისუფლებასთან, რომლისგანაც, მიუხედავად კრიზისისა, ველოდებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის განხორციელებასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებას, განვიხილავთ, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, საერთო ეროვნული კრიზისის ფონზე, მრავალპარტიული თანამშრომლობის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთიანი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას.

კერძოდ, პოლიტიკურ ძალებს შორის, სრული კონსესუსი არსებობს იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, საქართველოს ეკონომიკას, მნიშვნელოვანი ზომის პირდაპირი ფინანსური ინექცია სჭირდება, რათა პანდემიის მიმდინარეობისას საქართველომ შეინარჩუნოს ეკონომიკური წონასწორობა, ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკა გადავარჩინოთ.

საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას" - აღნიშნულია განცხადებაში.


ხელმომწერი პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები:

1. გირჩი

2. ევროპული საქართველო

3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

4. ახალი საქართველო

5. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

6. რესპუბლიკური პარტია

7. სამოქალაქო მოძრაობა

8. თავისუფალი საქართველო

9. ევროპელი-დემოკრატები

10. პარტია სამართლიანობისთვის

11. მოძრაობა ახალი საქართველოსთვის

12. გამარჯვებული საქართველოსთვის

13. კანონი და სამართალი

14. თავისუფალი დემოკრატები

15. საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება

16. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო

17. ემსახურე საქართველოს

18. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის

19. საქართველო ლიდერთა შორის

20. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

21. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

22. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

23. ლელო საქართველოსთვის

24. ნატო ჩხეიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42