COVID 19: მთავრობამ წიგნის გაყიდვა აკრძალა - ქართველი მწერლები ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავენ
პოლიტიკა - 23:55, 02 Apr, 2020     958
საგანგებო ვითარების გამოცხადების ფარგელბში, მთავროსბი დადგენილების თანახმად საგამომცემლო საქმიანობის შეწყვეტისა და წიგნის ონლიან გაყიდვების აკრძალვას ქართველი გამომცემლები და მწერილები ეხმაურებიან და მთავრობას, საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ღია წერილით მიმართავენ.

„21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ქართველმა გამომცემლებმა და წიგნის გამავრცელებლებმა უმოკლეს დროში გადავინაცვლეთ ონლაინ პლატფორმაზე, რათა არ შეფერხებულიყო სასურველი წიგნის მკითხველამდე დროულად და უსაფრთხოების დადგენილი წესებით მიწოდების პროცესი.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ბრძანებით შეიზღუდა საგამომცემლო საქმიანობა და წიგნების ონლაინ გაყიდვები. ცნობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის შეზღუდვა საგამომცემლო სფეროს მიმართ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, არ გამოუყენებია მსოფლიოს არც ერთ დიდ თუ პატარა ქვეყანას. რადგან მიჩნეულია, რომ ეს არა მხოლოდ ბიზნესისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის არის გადამწყვეტი, არამედ მოსახლეობისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იზოლაციის დროს წიგნების ხელმისაწვდომობა შენარჩუნდეს.

ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და კულტურულ-საგანმანათლებლო და ლიტერატურულ პროცესში აქტიურად ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები და მწერლები, ვემორჩილებით საშიშ პანდემიასთან ბრძოლის პოლიტიკას და იმ პრევენციულ ზომებს, რომელსაც სახელმწიფო იღებს კრიზისულ პერიოდში, სრულად ვიაზრებთ საკუთარ პასუხიმგებლობასაც ამ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, საგამომცემლო სექტორი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სასწავლო პროცესის შეჩერებისთანავე გამოიჩინა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და 6000-ზე მეტი ელექტრონული წიგნი, მათ შორის სახელმძღვანელოები და სხვა დამხმარე რესურსები სრულიად უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, წიგნების მაღაზიებისა და სხვა ტიპის საჯარო გაყიდვის წერტილების დახურვამ მოკლე დროში უდიდესი ზარალი მიაყენა ამ სექტორს, თუმცა ჩვენ ვცდილობდით ეს ზიანი დამანგრეველი არ ყოფილიყო და ამ მიმართულებით ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ სფეროს სასიცოცხლოდ ეხმარებოდა ონლაინ გაყიდვების კომპონენტი, რისი შეზღუდვის შემთხვევაში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა სექტორი, ფაქტობრივად, შეწყვეტს ფუნქციონირებას.

იმედი გვაქვს, გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, რომ აღდგეს საგამომცემლო საქმიანობისა და ონლაინ გაყიდვების შესაძლებლობა, რაც მოგვცემს წიგნის მომზადების, გამოცემისა და მკითხველისთვის მიწოდების საშუალებას.

ჩვენი მხრივ, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ დავაკმაყოფილოთ თქვენ მიერ სტანდარტით დადგენილი ყველა ის ნორმა, რომელიც დღეს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას ითვალისწინებს“ - ნათქვამია ღია წერილში, რომელსა ხელს აწერენ:

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია,

საქართველოს პენცენტრი,

ქართველი გამომცემლები და ავტორები

1. გვანცა ჯობავა (საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია)

2. პაატა შამუგია (საქართველოს პენ ცენტრი)

3. თინათინ ბერიაშვილი

4. ანა კოპალიანი

5. თეონა დოლენჯაშვილი

6. მამუკა ხანთაძე (გამომცემლობა „აზრი“)

7. გაგა ნახუცრიშვილი

8. ნიკა ლაშხია

9. ნატო ინგოროყვა

10. მარი კორინთელი (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

11. თამთა მელაშვილი

12. ლელა ცუცქირიძე

13. ლაშა ბუღაძე

14. თაზო ვაჩნაძე

15. არჩილ ქიქოძე

16. კატო ჯავახიშვილი

17. დიანა ანფიმიადი

18. შორენა შამანაძე

19. ნიკა ჩერქეზიშვილი

20. ნატა ლომოური (საქართველოს მწერალთა სახლი)

21. დათო გორგილაძე

22. სალომე ბენიძე

23. ზვიად კვარაცხელია

24. ირაკლი გაგნიძე (მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“)

25. კახმეგ კუდავა (გამომცემლობა „ინტელექტი“)

26. რუსუდან მოსიძე (გამომცემლობა „ბაკმი“)

27. ალექსანდრე ლორთქიფანიძე

28. ტორესა მოსი

29. ნიკა სამუშია

30. თინა მამულაშვილი (სულაკაურის გამომცემლობა)

31. ნესტან ნენე კვინიკაძე

32. მაია ალუდაური

33. ჯულიეტა ჭელიძე (ელვა.ჯი)

34. ნიკო კბილაძე (ელვა იმპორტი)

35. გიორგი ზირაქაშვილი ( ლიკო+ გამომცემლობა ქართული)

36. ოთარ ჯირკვალიშვილი

37. ხვიჩა ყალაბეგაშვილი (გამომცემლობა „კალმოსანი“)

38. ეკატერინე ტოგონიძე

39. ირაკლი ბაკურიძე (წიგნის მაღაზია „წიგნები ბათუმში“)

40. ზურა აბაშიძე

41. ვახტანგ შათირიშვილი (გამომცემლობა „იურისტების სამყარო“)

42. ხათუნა ცხადაძე

43. თინათინ ასათიანი (გამომცემლობა „პალიტრა L“)

44. თამრი ფხაკაძე

45. ნინო სადღობელაშვილი

46. მადო ელიაშვილი (წიგნების მაღაზია "სანტა ესპერანსა")

47. ნანა ჯანაშია

48. მედეა იმერლიშვილი

49. ლელა შუბუთიძე

50. ბექა ქურხული

51. მანანა კარტოზია (გამომცემლობა „სეზანი“)

52. გია ქარჩხაძე (ქარჩხაძის გამომცემლობა)

53. თამარ მეგრელიშვილი

54. შოთა იათაშვილი

55. რუსუდან რუხაძე

56. მაია კუდავა (გამომცემლობა „არტანუჯი“)

57. მანანა მათიაშვილი

58. ანასტასია ინასარიძე (გამომცემლობა „ქართული“)

59. ნინა სურამელაშვილი

60. ზურაბ კიკნაძე

61. დავით გაბუნია

62. ნიკა კორტავა (წიგნის სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“)

63. გიორგი შონია

64. ლელა ფიროსმანიშვილი

65. დარეჯან კიკოლიაშვილი

66. თამარ მეგრელიშვილი ("პროსპეროს ბუქსი")





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42