ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ საზოგადოება ივანიშვილის მადლიერი იქნებოდა, კორონავირუსის შესაჩერებლად მისი შემოსავლის მესამედი რომ გადაერიცხა, თუმცა, მისივე თქმით, ხელიუფლება პოპულიზმითაა დაკავებული და "იაფად გამოძრომას ცდილობს".
"საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც თავის რიგებში ოფიციალურად ჰყავს 28 მილიონერი, სოლიდარობის ნიშნად თმობს მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს...
ცოტა ცუდი საყურებელია, როგორ პოპულისტობს მმართველი პარტია და თან როგორ ცდილობს იაფად გამოძვრეს.
აი, მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს რომ გაეღო თავისი შემოსავლების ერთი მესამედი მაინც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მართლაც საქმე იქნებოდა და მერწმუნეთ, გადაბრუნებული სიტყვა არავის დასცდებოდა და ყველა მადლობას გადავუხდიდით" - წერს ნიკა მელია.
მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ. ამის შესახებ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
საუბარია 105 ადამიანზე - მთავრობის 12 და უმრავლესობის 93 წევრზე.
მასალის გამოყენების პირობები






