სამი კვირაა, „ევროპული საქართველო“ 350 გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება ზედმეტი პიარისა და საჯაროობის გარეშე - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 19:49, 02 Apr, 2020     572

„ევროპული საქართველო“ ეხმაურება "ოცნების" ინიციატივას პარლამენტის წევრების მხრიდან ხელფასის მესამედის კორონავირუსის დახმარების ფონდში გადარიცხვის თაობაზე.

დავით ბაქრაძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, როდესაც ვირუსი საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ემუქრება ათასობით ადამიანის სამუშაო ადგილს და მათი ოჯახების შემოსავალს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ქველმოქმედება, ერთიანობისა და საზოგადოებრივი სოციალური სოლიდარობის ჩვენებაც.

მისივე თქმით, უკვე სამი კვირაა, პარტია „ევროპული საქართველო“ 350 გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება და მათ დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.

ბაქრაძე ამბობს, რომ ამ დახმარების ფასი ყოველკვირეულად დაახლოებით 10-12 000 ლარია და თანხებს პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“ საკუთარი ხელფასით ფარავენ.

„ეს გახლავთ ოჯახები, რომლებშიც ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცებულები, ადამიანები, ვისაც არ შეუძლია ქუჩაში გასვლა და არ აქვს იმის სახსრები, რომ შეიძინონ პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები. უკვე სამი კვირაა, ყოველკვირეულად „ევროპული საქართველოს“ მოხალისეებს , რომლებმაც ლუგარის ცენტრში გაიარეს შესაბამისი მომზადება და ტრეინინგი, ოჯახებში მიაქვთ ამ ადამიანებთან საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები. ამ პროგრამის, ამ დახმარების ფასი ყოველკვირეულად გახლავთ დაახლოებით 10-12 000 ლარი და ეს არის თანხა, რომელსაც პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“ საკუთარი ხელფასით ფარავენ. ჩვენ ამას ვაკეთებდით და ჩვენ გავაგრძელებთ ამ 350 ოჯახის დახმარებას, ოღონდ ამას ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ ზედმეტი პიარისა და საჯაროობის გარეშე. ამიტომ, ჩვენთვის, აბსოლუტურად ნათელი და მკაფიოა, რომ სოციალური სოლიდარობა, ქველმოქმედება და გვერდში დგომა საჭიროებს კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ პროგრამებს. ასეთ ნაბიჯებს „ევროპული საქართველო“ დგამდა და მომავალშიც კრიზისის ამოწურვამდე აუცილებლად დავეხმარებით 350 ოჯახს ჩვენი სახსრებით, ჩვენი თანხებით, ჩვენი ნაყიდი პროდუქტებითა და ჩვენი მოხალისეებით, მათ შორის პარლამენტის წევრებით, რომლებიც დადიან და დავდივართ მოხალისეებად ოჯახებში“ , – განაცხადა დავით ბაქრაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42