საბოლოო ჯამში, კობახიძემ თქვა, რომ ეს მსოფლიოში და საქართველოში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
კობახიძის თქმით, მათ ჰქონდათ კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შეჯერდნენ მჭიდრო ვადებზე, რა ვადებშიც კონსტიტუციური კანონის მიღება მოხდება.
"ეს არის დაახლოებით 2 კვირიანი ვადა. როგორც კი ამოიწურება საგანგებო მდგომარეობა და ჩვენ გავქვს იმედი, რომ მალე დასრულდება ეს მოცემულობა, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ოპოზიციასთან ერთად კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სტანდარტულ ვადებში ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები. ეს ყველაფერი მთლიანობაში არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად საქართველოში, თუმცა, არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ყველაფერი სათანადო დროში ჩაეტევა, შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ზაფხულისთვის და უფრო ადრეც იმედია და შევძლებთ, რომ 31 ოქტომბერს როგორც გათვალისწინებულია კონსტიტუციით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






