"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, არსებობს ვიდეოკადრები, რომელიც მკოიანსა და პეტროსიანს შორის მომხდარ კონფლიქტს ასახავს.
კობახიძე ირწმუნება, რომ ვიდეოკადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ისვრის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის ენზელ მკოინიანის მისამართით და ამაზე თავდაცვის მიზნით პასუხობს ენზელ მკოიანი.
"ვიდეოკადრებში პირდაპირ და ნათლად ჩანს, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო სამველ პეტროსიანი, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს. შესაბამისად, აქ არის დანაშაულის ნიშნები, თუმცა ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ პროკურატურის ჩართულობით. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ვიდეოკადრები, რომელშიც ყველაფერი ნათლად ჩანს, თუმცა საბოლოო გადაწვეტილებას ამასთან დაკავშირებით მიიღებს სასამართლო“, - განაცხადა კობახიძემ.
"ოვნებაში" შერჩევით სამართალს გამორიცხავენ:
„თქვენ რომ გესროლოთ მე და თქვენ მიპასუხოთ სროლით ამ შემთხვევაში, თქვენ არავინ უნდა დაგაკავოთ. ეს არის არა შერჩევითი სამართალი და ვიდეოკადრებში ყველაფერი ნათალად ჩანს, ვინ იწყებს სროლას და ვინ პასუხობს“, - უპასუხა მან ჟურნალისტს.
საუბარია "ქართული ოცნების" დეპუტატ ენზელ მკოიანსა და "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს სამველ პეტროსიანს შორის მომხდარი დაპირისპირების კადრებზე, სადაც ჩანს თუ როგორ ისვრის მკოიანი ცეცხლსასროლ იარაღს დამიზნებით პეტროსიანის მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები






