მომდევნო თვეებში, მნიშვნელოვანი დახმარება იქნება, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სუბსიდირება, რომლის ფარგლებშიც, 200 კილოვატსაათის ჩათვლით მოხმარება, სრულად აუნაზღაურდებათ აბონენტებს. შესაბამისად, მოხარული ვართ რომ ვადაგაცილებული დავალიანების მქონე აბონენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი შოკი გადავლილია, აგრეთვე აბონენტთა უმრავლესობას შეეხება ხსენებული სუბსიდირება, აპრილში კომპანია გეგმავს ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს დარიცხული თანხების აკუმულირება, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენებს ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტის პროცედურას. შეზღუდვები პირველ რიგში შეეხება იმ აბონენტებს რომლებმაც, მარტის განმავლობაში არ განახორციელეს, თებერვალში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის, ანგარიშსწორება ან არ შეათანხმეს გადახდის შეღავათიანი პირობები. აგრეთვე, რათქმაუნდა კვლავ გაგრძელდება მოსახლეობის მომართვების განხილვა და დავალიანების განწილვადების პირობებზე შეთანხმება, მომართვა შესაძლებელია კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).- აცხადებენ ენერგო-პრო ჯორჯიაში
კომპანია არის სადისტრიბუციო პროფილის, რომელიც სხვადასხვა მომწოდებლებისგან შეისყიდის ელექტროენერგიას და აწვდის აბონენტებს. ამიტომ, დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის სრულად ვერშეგროვება ავტომატურად გამოიწვევს, ელექტროენერგისი მომწოდებლებთან ანგარიშსწორების შეფერხებას, რაც რათქმაუნდა კიდევ უფრო გაართულებს კომპანიაში არსებულ არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობას.
,,კომპანია, განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა იმ თანამშრომელს რომლებიც, მიუხედავად გაზრდილი რისკებისა, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას და უზრუნველჰყოფენ სადისტრიბუციო ქსელის თუ ჰიდროელექტროსადგურების შეუფერხებელ ფუნქციონირებას. ვუსაურვებთ მათ და ყველა ჩვენს მომხმარებელს ჯანმრთელობას“-აცხადებენ ენერგო-პრო ჯორჯიაში.
მასალის გამოყენების პირობები






