სამშენებლო კომპანიებს საქმიანობის შეზღუდვა ეხსნებათ - მთავრობა კომპანიების შერჩევას იწყებს
პოლიტიკა - 16:51, 02 Apr, 2020     901
საგანგებო ვითარების პირობებში, სამშენებლო საქმიანობის შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, მთავრობის თითოეული ნაბიჯი ბიზნესთან დაკავშირებით დაბალანსებულია. რაც შეეხება სამშენებლო კომპანიების მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას, მინსიტრი ამბობს, რომ ეს დამოკიდებ ული იქნება იმაზე, თუ რამდენად ასრულებენ კომპანიები დადგენილ გაიდლაონებს და აკმაყოფილებენ შესაბამის ნორმებს.

„ამ ეტაპზე ჩვენ შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი მთლიანად, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, აკონტროლებს თავის პერსონალს და გვაჩვენებს, რა სისტემით აკეთებს ამას, რა თქმა უნდა, ასეთი კომპანიები გააგრძელებენ საქმიანობას. ჩვენი ამოცანა არ არის მაინცდამაინც მათი შეზღუდვა, ჩვენი ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ ისინი უზრუნველყოფენ თავიანთი თანამშრომლებისა და გარშემომყოფების უსაფრთხოებას" - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც სამშენებლო სექტორში საქმიანობის შეზღუდვას ეხებოდა.

მინისტრმა ასევე განმარტა კონკრეტული პროცედურები, თუ რა ფორმით მოხდება სამშენებლო სექტორში კომპანიების საქმიანობის დაშვების განხილვა. „არის საგანგებო შტაბი და ყველა გადაწყვეტილება ამა თუ იმ სამშენებლო კომპანიის დაშვებაზე, მიიღება მათთან ერთად. რამდენიმე უწყება ვიკონტაქტებთ სამშენებლო სექტორთან, ეს ალგორითმი, პრაქტიკულად აწყობილია და გასაჯაროვდება" - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო იქნება ერთ-ერთი უწყება, რომელიც გამოაქვეყნებს კონკრეტულ ფორმას და ამ ფორმის შევსების გზით უწყებას მიმართავენ სამშენებლო კომპანიები. „რაც შეეხება სამოქალაქო მშენებლობას, აქ ჩართულნი იქნებიან მუნიციპალიტეტები, ყველა ინფორმაცია მოიყრის თავს ერთად. ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით, ჩვენ გადავამოწმებთ პროცესს, როგორ ასრულებენ ეს კომპანიები დადგენილ წესებს, ვნახავთ, მათი უსაფრთხო საქმიანობის რა გარანტიები არსებობს და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ეს არის ხელით სამართავი პროცესი, ეს არის დიდი გამოწვევა" - აღნიშნა მინისტრმა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბევრ რაღაცაზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, მთავრობას ვერ გვექნებოდა წინასწარ გაწერილი პროცედურები, თუმცა, ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება ძალიან სწრაფად რეაგირებს ამ გამოწვევებზე. ვცდილობთ, „რომ მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს ჩვენი თითოეული ნაბიჯი ბიზნესთან მიმართებაში და აქაც ასე იქნება - ვრწმუნდებით, ვამოწმებთ და კომპანია აგრძელებს მუშაობას" -განაცხადა ნათია თურნავამ

მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების დაწყებამდე სამშენებლო სექტორი იყო ერთ-ერთი მსხვილი სექტორი, სადაც ათობით და ასობით კომპანია ფუნქციონირებდა და დასაქმებული იყო ათასობით ადამიანი. შესაბამისად, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს იყო მომატებული რისკის მატარებელი სფერო და დაექვემდებარა შეზღუდვებს. „ამ სფეროში ჩართულები არიან როგორც მსხვილი ინსტიტუციონალური კომპანიები, რომლებსაც არ გაუჭირდებათ, ძალიან სწრაფად გადაერთონ დღევანდელ მოთხოვნებზე და დაგვანახონ, რომ ყველანაირად იცავენ ჯანდაცვის მიერ დადგენილ წესებს და თავიან თანამშრომლებს, ასევე არის ბევრი მცირე კომპანია, ვისაც გარკვეული დრო დასჭირდება ამისთვის. მსურს მჯეროდეს, რომ საბოლოო ჯამში, ყველა მოახერხებს ამას, რაშიც დავეხმარებით, მაგრამ ზოგს დასჭირდება მეტი დრო, ზოგს -ნაკლები" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42