Eurasianet განიხილავს, გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „რუხი კარდინალი“
საზოგადოება - 12:37, 05 Nov, 2013     2566

გამოცემა Eurasianet  აქვეყნებს სტატიას სატაურით: "გახდება თუ არა ივანიშვილი ხელისუფლების რუხი კარდინალი", სადაც ავტორი მოლი კორსო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის, მის მიერ პრემიერმნისტრის დასახელების, მომავალი პრეზიდენტისა და პრემიერის პოლიტიკური გამოცდილების არქონაზე ამახვილებს ყურადღებას.

ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი გეგმების გარდა, არ ჩანს მთავრობის სტრატეგია, ხოლო თავად ივანიშვილის უზარმაზარი ქონება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მილიარდერი კვლავინდებურად მოახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე.

„მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება, ჯამში სულ წელიწადსა და ცხრა თვეს ითვლის“, - წერს მოლი კორსო.

"44 წლის მარგველაშვილი უფრო მეტად ივანიშვილის კარგი მეგობრის სტატუსითაა ცნობილი, ვიდრე თავისი 9-თვიანი განათლების მინისტრობით. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დიდ ნაწილში, თუ არა მთლიანში. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, მარგველაშვილმა პრემიერთან ერთად გამართა პრესკონფერენცია. მისივე თქმით, ივანიშვილი გავლენას მოახდენს მარგველაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაპრეზიდენტების შემდეგ", - აღნიშნულია სტატიაში.

„დღესდღეობით ძალიან ცოტა რამ მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილის პირადი გეგმების გარდა, მთავრობას საკუთარი სტრატეგია ჰქონდეს და დიდად არავინ ცდილობს იმ მოსაზრების გაფანტვას, რომ ერთადერთი, ვისაც კონტროლის სადავეები აქვს ხელთ, მილიარდერი პრემიერია. 

არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც ამყარებს მოსაზრებას, რომ ივანიშვილი მთავარ ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება უახლოეს ხანებში – პირველი ისეთი სახელისუფლებო ინსტიტუტის არქონაა, რომელსაც შესწევს ძალა შეავსოს ივანიშვილის წასვლის გამოწვეული ვაკუუმი და მეორე – თავად პრემიერ-მინისტრის უზარმაზარი პირადი ქონება, რომელიც "ფორბსის" მონაცემებით 5,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, იმის გარანტიაა, რომ ის კვლავინდებურად გააგრძელებს გავლენის მოხდენას პოლიტიკურ პროცესებზე", - ნათქვამია სტატიაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42