ევექსი ჰოსპიტლები მომხმარებლებს ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შესაბამისად განახლებულ და კომფორტულ სერვისებს სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:05, 01 Apr, 2020     1347


ევექსი ჰოსპიტლების ქსელში არსებულ 18-ვე სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი დახმარების ყველა სერვისი შეუფერხებლად მუშაობს, მათ შორის კარდიოქირურგიის, კარდიოინტერვენციის, ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სერვისების განხორციელება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, რაც პაციენტებისთვის მაქსიმალურად დაცულ გარემოს ქმნის. გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში და გეგმიურ ამბულატორიაში შემოსული ყველა პაციენტი დამატებით ტემპერატურულ შემოწმებას გადის და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პაციენტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროტოკოლის სრული დაცვით გადიან შემოწმებას.

ევექსი ჰოსპიტლების სამედიცინო დაწესებულებებში გადაუდებელ მომსახურებასთან ერთად პაციენტებს საშუალება აქვთ კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმშიც მიიღონ:


️ კონსულტაციების დისტანციური უზრუნველყოფა აპლიკაცია EKIMO-ს მეშვეობით ხორციელდება. ექიმთან ონლაინ-ჩაწერის, გადახდისა და სერვისით დისტანციურად სარგებლობის საშუალება უკვე აქვთ კავკასიის მედიცინის ცენტრისა და ივ. ბოკერიას ჰოსპიტლის პაციენტებს. სატელეფონო კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ EKIMO-თი რეზერვაციის შემთხვევაში. აპლიკაცია, ეტაპობრივად, ქსელში შემავალ სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც ამოქმედდება.


✔️ გარდა ამისა, მოქმედებს სერვისების განრიგებიც. იმ შემთხვევაში, თუ ჰოსპიტალში ვიზიტი აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს, პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა, ექიმთან ჰოსპიტლის ცხელი ხაზის საშუალებით ჩაეწერონ და სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურება რეგისტრაციის გავლისა და დერეფანში დაყოვნების გარეშე მიიღონ. (ცხელი ხაზის ნომრები ევექსი ჰოსპიტლების 18-ვე სამედიცინო ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე შეგიძლიათ იხილოთ).


️ სამედიცინო სერვისების უზრუნველსაყოფად კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჰოსპიტალური ქსელის 18-ვე სამედიცინო დაწესებულებაში დაინერგა უსაფრთხოების პროტოკოლი, რომელიც პერმანენტულად კონტროლდება. კერძოდ, თითოეული პაციენტის კლინიკური შეფასება ჰოსპიტლის სივრცეში მოხვედრამდე ხორციელდება. პრეტრიაჟი ითვალისწინებს სხეულის ტემპერატურის გაზომვას, ანკეტის შევსებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ხელების დეზინფექციას სპეციალური ხსნარით. ასევე, სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით ლიფტებში გამოყენებულია სტიკერები, რომლებიც ჰოსპიტლების ვიზიტორების ერთმანეთისგან ზურგით და დისტანციით დგომას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, რეგისტრატურის თანამშრომლებისთვის დამონტაჟებულია მინის ფარები, შენობის დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შესაბამისად, სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, ქსელის 18-ვე სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი 24/7-ზე არის მზად, პაციენტებს მომსახურება უსაფრთხოების ყველა პროტოკოლის გათვალისწინებით ეფექტურად გაუწიოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42