#თიბისიშენთვის - ინიციატივები ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:33, 01 Apr, 2020     1262


#თიბისიშენთვის ქართულ ბიზნესებს მათი საქმიანობის გასამარტივებლად სხვადასხვა ინიციატივას სთავაზობს.

პროგრამის ფარგლებში, დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დონაციაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ ქართულ კომპანიას. ამისათვის, პლატფორმა tbc4u.vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მათთვის საყვარელი კომპანიისგან ვაუჩერს მიიღებენ, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ.

დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა. პროექტში ჩართვა ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეუძლია. პლატფორმას უკვე შემოურთდნენ: „სფილოუ"; ჰოსტელი - „შავი პომიდორი"; ღვინის კომპანია - „ჟუჟუნა"; ბარი - „მეობა"; კაფე - „თონე"; „ჩიკატაი"; სამაგიდო თამაშების კლუბი - „წიბახა" და სხვა.

#თიბისიშენთვის პროგრამა ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ რამდენიმე ინიციატივას აერთიანებს:

· მხარდაჭერას ბიზნესების გაციფრულებისთვის;

· ონლაინ ბიზნესგანათლებას;

· შეღავათებს საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე;

· შეღავათებს ციფრულ პროდუქტებზე.

ბიზნესების გაციფრულების მხარდაჭერა მოიცავს:

· კომპანიის ვებ-გვერდის შექმნა 3 დღეში. სერვისი მოიცავს როგორც ფოტოგრაფის მომსახურებას, ისე გადახდის სისტემის და მიტანის სერვისის ინტეგრაციას. VISA-ს მხარდაჭერით, პირველი 100 კომპანია, რომელიც პროექტში ჩაერთვება, ვებ-გვერდის მომსახურებას წლის ბოლომდე უფასოდ მიიღებს;

· ქართული ნაწარმის vendoo.ge-ზე განთავსება, მინიმალური საკომისიო გადასახადით;

· პროდუქციის განთავსება ყველაზე დიდ ონლაინ სტარტაპ-მარკეტზე - mystartup.ge, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება. ვებ-გვერდზე ბიზნესების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

ონლაინ ბიზნესგანათლების ფარგლებში თიბისის ტრენინგებში მონაწილეობა მომხმარებლებს უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.

#თიბისიშენთვის პროგრამის კიდევ ერთი ინიციატივა ბიზნესებისთვის ციფრულ პროდუქტებზე შეღავათების შეთავაზებაა, კერძოდ:

· ბიზნეს ინტერეტბანკში ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია და კვარტალური მომსახურების მიღება უფასოდ;

· ბიზნეს ინტერენტბანკში მიმდინარე ანგარიშის გახსნა უფასოდ;

· დიჯიპას აპლიკაციის გააქტიურება უფასოდ;

ბიზნესებისთვის შეღავათები დაწესდა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზეც.

· სამთვიანი საშეღავათო პერიოდი სესხების შენატანზე;

· ბიზნესბარათის უფასოდ აღება სატელეფონო ცენტრით შეკვეთისას;

· საკომისიო გადასახადი გაუქმდა ინტერნეტ და მობაილბანკში კომუნალურ გადახდებზე ;

· პოს-ტერმინალზე გაუქმდა შევსებადი საკომისიო გადასახადი 1 ივნისამდე;

· შეიქმნა სპეციალური სადისტრიბუციო ბარათი სადისტრიბუციო კომპანიებისთვის.

#თიბისიშენთვის მომხმარებლებს უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42