"ერთიანი საქართველოს“ ახალი ინიციატივა სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებისთვის
პოლიტიკა - 11:32, 01 Apr, 2020     840
,,იმ ადამიანებს, ვინც დაკარგა სამსახური, ვისაც დაერღვა შრომითი უფლებები, ვინც დარჩა შემოსავლის გარეშე, მზად ვართ, სრულიად უანგაროდ გავუწიოთ იურიდიული კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, დავიცვათ მათი უფლებები სასამართლოში“. - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ზურაშვილი.

განცხადებაში ნათქვმია, რომ პარტიის ახალი ინიციატივა განაპირობა, კორონა ვირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, პრობლემები წარმოშვა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც.

როგორც თამარ ზურაშვილი აცხადებს, პარტიის ინიციატივა დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურისა და შემოსავლის გარეშე, ადამიანებს, რომლებსაც იძულებულს ხდიან უსახსრობის მიუხედავად გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, ადამიანებს, რომლებმაც არ იციან როგორ ირჩინონ თავი და არჩინონ ოჯახი, ადამიანებს, რომელებსაც ხელისუფლება სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, მაგრამ არაფერს თავაზობს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.

,,ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა და ახლა უკვე საყოველთაო კარანტინის გამო, დაწესებულებების ნაწილი გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრი კომპანია ვერ ახერხებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რიცხვი, დასაქმებულებს ვადაზე ადრე უწყდებათ შრომითი კონრაქტები, მათ უმცირებენ ხელფასს ან/და უშვებენ უხელფასო შვებულებაში, უუქმდებათ ჯანმრთელობის დაზღვევები და სხვა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყოველივე ამას აქვს რეალური გამომწვევი მიზეზები, თუმცა მიგვაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ყოველდღიურად მძიმდება სოციალური ფონი და ყოველდღიურად იზრდება უმუშევრობის პრობლემა, დასაქმებულები იმსახურებენ სათანადო დაცვას.“ - აცხადებს თამარ ზურაშვილი.

მისივე განცხადებით, ,,ერთიანი საქართველო“, როგორც ყოველთვის კვლავ რჩება ხალხის სამსახურში და აცხადებს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ დაირღვა მისი შრომითი უფლებები". - განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა თამარ ზურაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42