COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი ინფექციური კლინიკიდან ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით, ტესტირების გარეშე გაუშვეს ?!- ახალგაზრდა სკანდალურ დეტალებს ყვება
პოლიტიკა - 21:52, 31 Mar, 2020     1629
მთავარი არხის ინფორმაციით, COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი ინფექციური კლინიკიდან ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით, ტესტირების გარეშე გაუშვეს. მედიკოსების დასკვნაში, რომელსაც მთავარი ასაჯაროვებს, აღნიშნულია, რომ 30 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურითა და ძლიერი ხველით შევიდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს, პროტოკოლის გამო, რომელიც მხოლოდ უცხოეთიდან შემოსული ან ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტს ითვალისწინებს დაავადებული მამაკაცი კვლევის გარეშე სახლში გაწერეს.
მამაკაცი თბილისიდან თერჯოლაში გაემგზავრა, სადაც პნევმონიას სახლის პირობებში მკურნალობდა, თუმცა მალევე მისი მდგომარეობა დამძიმდა. ინფიცირებული, რომელიც ლომბარდის თანამშრომელია, ვარაუდობს, რომ მისი დაინფიცირების წყარო ფულია.
მამაკაცის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ინფექციურში მივიდა, განუმარტეს, რომ უფასო ტესტრებისთვის საჭირო კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა და თუ ამის სურვილი ჰქოდა, კერძო კლინიკისთვის უნდა მიემართა და 650 ლარი გადაეხადა.
"არ ჩამიტარეს ანალიზი, არ ჩათვალეს საჭიროდ, მაგრამ არ ვიცი რატომ. თუ მაინც ტესტი გინდა 650 ლარი უნდა გადაიხადოო, მას შემდეგ რაც სოფელში წავედი 4-დღეში დამიდგინდა ვირუსი. სავარაუდო დაინფიცირების წყარო, ვფიქრობ, რომ ფულია. სხვა არავისთან მქონია კონტატი" - აცხადებს ახალგაზრდა.

აღნიშნული პაციენტის სამედიცინო ცნობას, ხელს ინფექციური კლინიკის რადიოლოგმა დავით ჩეკურიშვილმა მოაწერა. კითხვაზე, ტუ რატომ არ ჩაუტარეს საეჭვო სიმპტომების პაციენტს ტესტი, მედიკოსმა განაცხადა:
"მე ვერ გეტყვით, მე ვარ რადიოლოგი. ვირუსი არ ჩანს რენტგენოლოგიურად, შემიძლია ეს ვთქვა" - განაცხადა რადიოლოგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42