პრემიერის პრესსპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ამოქმედდება და ძალაში იქნება დილის 6 საათამდე.
მისი თქმით, დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ პირებს 3 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირებს 15 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს საღამოს ცხრა საათიდან ანუ ერთ საათში ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე, ასე იქნება მთელი საგანგებო პერიოდის განმვალობაში. გთხოვთ დაიცვას ეს რეჟიმი, გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ პირებზე 3 ათასლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდიულზე 15 ათასლარიან ჯარიმას. ჩვენი მოწოდებაა, ყველამ დავიცვთ ის შეზღუდვები, რომელიც ძალაში შედის 21:00 საათიდან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






