რას მოიცავს საბანკო სექტორის მიერ დაწესებული შეღავათები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის - ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება
პოლიტიკა - 15:21, 31 Mar, 2020     784

საბანკო სექტორის მიერ დაწესებული საშეღავათო პირობების შესახებ “ადამიანის უფლებათა ცენტრი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი (COVID 19) პანდემიად გამოაცხადა, ამის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ ვირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა. ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიხურა საწარმოები და არაერთმა ორგანიზაციამ შეამცირა თანამშრომელთა რაოდენობა მათი დათხოვნისა თუ უხელფასო შვებულების გამოყენებით. უამრავი დასაქმებული შემოსავლის გარეშე დარჩა. მათ შორის ის მოქალაქეებიც, რომლებიც საბანკო კრედიტებით სარგებლობდნენ.

13 მარტს საბანკო სექტორმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მომხმარებლები სესხებზე საშეღავათო პერიოდით - 3 თვით, სესხების გადავადებით ისარგებლებენ. მათი განცხადებით, საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კომერციული ბანკების ამ წინადადებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ნაწილი შეუერთდა.

რას მოიცავს საშეღავათო პერიოდი:

საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს ყველა ფიზიკური და იურიდიულ პირი, რომელიც ამა თუ იმ ბანკში ამჟამად სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით;

• იპოთეკური სესხები,

• სამომხმარებლო სესხები,

• სასწრაფო სესხი,

• ავტო სესხები,

• განვადება,

• საკრედიტო ბარათები,

• ოვერდრაფტი,

• ლომბარდი,

• სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგრო სესხები

საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეუძლიათ იმ მომხმარებლებსაც, რომლებსაც აქვთ ვადაგადაცილებული სესხები, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვადაგადაცილების დღეების სიდიდიდან გამომდინარე, გარკვეულ შემთხვევებში საჭირო იქნება ინდივიდუალური განხილვა, რაც არ გამორიცხავს მათზე გაზრდილი პროცენტის დარიცხვის შესაძლებლობას.

კომერციული ბანკების მიერ თავდაპირველად გავრცელებული განცხადება სესხების გადავადების შესახებ გარკვეულ ბუნდოვანებას შეიცავდა, რის გამოც მომხმარებლები მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო სამი თვით სესხების გადავადება და მათ არ მოუწევდათ დამატებითი პროცენტის გადახდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მომხმარებლებმა საშეღავათო პერიოდით სარგებლობისათვის, გაზრდილი სასესხო პერიოდისათვის, პროცენტი უნდა გადაიხადონ. საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში, გრაფიკით გაწერილი სესხის ვადა გაიზრდება სამი თვით.

ყოველთვიური გადასახდელი თანხა გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტს სესხის დარჩენილ ვადაზე ანაწილებს. ( მაგ: თუ თქვენ სარგებლობთ სესხით 12 თვის ვადით და ყოველთვიურად გიწევთ 1000 ლარის ოდენობით გადახდა, და მაგალითისთვის, 200 ლარი არის პროცენტი, პირველი სამი თვის განმავლობაში არ გადაიხდით არცერთ თეთრს. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, სესხის გადახდას დაასრულებთ სამი თვით გვიან, ვიდრე ეს გათვალისწილებულია გრაფიკით. ამავე დროს, სამ თვეში სესხი გაგეზრდებათ ექვსასი ლარით რომელიც გადანაწილდება დარჩენილ თვეებზე.)

მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასევე ის ფაქტორიც, რომ ფიზიკური პირების შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გააქტიურება ხდება ავტომატურად.

24 მარტამდე მომხმარებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, უარი ეთქვათ საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, ხოლო ვინც უარს არ განაცხადებს, ავტომატურად ჩაერთვებათ საშეღავათო პერიოდი.

საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოსწორდა შექმნილი მდგომარეობა და მოქალაქეები არ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, საბანკო სექტორის მიერ კიდევ ერთხელ გაძვირებული პროდუქტით მოსარგებლეები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან მათ, ყოველთვიურად, გაზრდილი გადასახადი უნდა გადაიხადონ, ვიდრე ეს იყო იქამდე გაწერილი სასესხო გრაფიკით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგს უწევს ქვეყანაში შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებს და ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიოს სამსახურიდან გათავისუფლებულ მოქალაქეებს.

ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ საბანკო სექტორი დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს საბანკო სერვისებით მოსარგებლე მოქალაქეებს და არჩევანის საშუალებას მისცემს მათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42