ნინო ბურჯანაძე: ,,ეპიდემიასთან ბრძოლის გარდა, მთავრობა ვალდებულია საკუთარი ხალხი არ ამყოფოს შიმშილის ზღვარზე"
პოლიტიკა - 19:24, 30 Mar, 2020     611

,,დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ გვამცნო, რაც ისედაც ვიცით და ვეცნობით ინფორმაციას, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში, როგორია სიკვდილიანობის სტატისტიკა და საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება. იმედი მაქვს რომ არც დაფიქსირდება. მაგრამ მთავრობის წევრებისგან ამით ყოველდღე თავის მოწონება გადაჭარბებულად მიჯაჩნია. ხელისუფლების საქმე არ არის მხოლოდ სტატისტიკა. " - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერ გიორგი გახარაიას საგანგებო ბრიფინგის თემას.

ნინო ბურჯანაძის თქმით, აუცილებელია მთავრობამ წარმოადგინოს ანტიკრიზისული გეგმა, რადგან ასეთი კრიზისული სიტუაცია ყველაზე მეტად გაჭირვებულ ოჯახებს აზარალება, რადგან მათ არ აქვთ დანაზოგები და ვერ შეძლებენ 2-3 თვე ოჯახების გამოკვებას.
,,დღეს მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის საგანგებო ბრიფინგი ახალ ზომებთან დაკავშირებით. კორონა ვირუსის მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად. არაერთხელ გამიცხადებია, რომ საგანგებო ზომებს ყველა მოქალაქე უნდა დავემორჩილოთ, ხელისუფლება ბუნებრივია გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს და ხვდება საკარანტინოს გამოცხადების აუცილებლობას,მაგრამ რას ეუბნება მთავრობ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კარანტინს უნდა დაემორჩილონ და არანაირი დანაზოგი არ აქვთ, რა უნდა ქნან თუნდაც სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა, რითი გამოკვებონ ოჯახები. რას ეუბნება მათ მთავრობა, თუ კრიზისი გაგრძელდება 2 ან 3თვე, რას პირდება მთავრობა მათ კომუნალურ გადასახედებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ეს ჯერ კიდევ არ მოგვისმენია და მე ძალიან მაშფოთებს, რომ ხელისუფლება დღესაც გამოვიდა ყოველგვარი ანტიკრიზიდული გეგმოს გარეშე.მთავრობის ამოცანაა იფიქროს იმაზე, რომ ხვალ არ აღმოვჩნდეთ ბევრად უარეს ეკონომიკურ კრიზისში ვიდრე დღეს ვართ, მთავრობამ რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგას არამხოლოდ იმისთვის, რომ კორონა ვირუსისგან დაიცვას მოსახლეობა, მასთან ერთად ვალდებულია საკუთარი ხალხი არ ამყოფოს შიმშილის ზღვარზე". - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42