"თქვენ უარი სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" კი არ უთხარით,თქვენ უარი უთხარით ჩვენს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაზე" - გრიგოლ ვაშაძის მიმართვა ხელისუფლებას
პოლიტიკა - 12:50, 29 Mar, 2020     640
"ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება მთავრობას, ემიგრანების სამშბლოში დაბრუნებაზე და ხელისუფლების კატეგორიული უარი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ძალიან ცუდი ნაბიჯი.

ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ უარი უთხრა არა "ნაციონალურ მოძრაობასა და სააკაშვილს, არამედ მათ უარი უთხარეს საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაზე.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ წინადადება ჯერ კიდევ მაგიდაზეა . იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კარგად დაფიქრდნენ და გამოიყენონ ეს შესაძლობლობა, რათა ყოველგვარი თანხისა და საცხოვრებლის გარეშე დრჩენილი ადამიანები დაბრუნდნენ სამშობლოში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაწყებულ კამპანიას, რომელიც ეხებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანას, მესამე პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაიყვანა პრაქტიკულ ჭრილში: მოიძია ავიაკომპანია და მოიძია და შესაბამისი სახსრები იმისათვის, რომ უმკლეს ვადებში განხორციელებულიყო ჩარტერული ფრენება ევროპის ქალაქებიდან და მინდა შეგახსენოთ ეს გრაფიკი:
31 მარტს- ვარშავა - კიევი - თბილისი.
1-ელ აპრილს ბერლინი თბილი და ასევე ბარსელონა - თბილისი.
2-აპრილს - რომი თბილისი.

24 საათის განმავლებაში ჩვენ ხელისუფლება გამოგვეხმაურა კატეგორიული უარით და იმ ლეიტმოტივით, რომ 199-ევროიანი ბილეთი სჯობს უფასო ჩარტერულ რეისს. ხაზი მინდა გავუსვა, ეს არის უფასო ჩარტერული რეისები.
ხელისუფლებაში აღარავის ახსოვს ის, რომ ბინის, შემოსავლის გარეშე დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს არც 99 ევროს გადახდა შეუძლიათ და არც 199 ევროს გადახდაც.
თქვენ უარი სააკაშვილს კი არ უთხარით, თქვენ უარი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი არ უთხარით", თქვენ უარი უთხარით საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაზე. თქვენ მოქალაქეებს უთხარით უარი სამაშველო ოპერაციაზე, რომელიც უიმედოდ დარჩენილ ადამიანებს ამშობლოში დააბრუნებდა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწეოდათ. აუცილებლად დაამახსოვრდება ეს საქართველოს მოქალაქეს. ჩვენ საშუალება გვქონდა ამ რეისების შემდეგ გაგვეგრძელებინა სამმაშველო პერაცია და მათი რაოდენობა აგვეყვანა თუ საჭირო იქნებოდა 10 ათას ადამიანამდე. ბურთი კვლავ თქვენს მოედანზეა. თქვენ აუცილელად მოგიწევთ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის პასუხის გაცემა რატომ გამოიჩინეთ ასეთი გულგრილობა მაშინ, როდესაც ყველა სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში თავის მოქალაქეები დააბრუნოს სამშობლოში. რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჩვენ არც პოლიტიკურ ქულებს ვიწერთ, ჩვენ არც იმას ვცდილობთ, რომ რამე დისკუსიაში ჩავებათ. ეს გულწრფელი წინადადება ჯერ კიდევ მაგიდაზეა, კარგად დაფიქრდით და გამოიყენეთ, იმიტომ რომ თუ რაღაცა გაკეთდება, გაკეთდება ერთიანი მცდელობით და ეს მიეწერება მთლიანად იმ ერს, რომელი სახელმწიფოს, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს იმსახურებს. ძალიან, ძალიან ცუდი ნაბიჯი გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან და ეს ნაბიჯი შესაბამის რეაქციას გამოიწვევს მოქალაქეებში" - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42