ფოთის მერიაში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს
პოლიტიკა - 11:41, 29 Mar, 2020     547

კორონავირუსის საფრთხე - ფოთის მერიაში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან ხელისუფლების, სამედიცინო და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები.

სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი მაინც გადაადგილდება ქუჩაში და სწორედ ამიტომ სამერელოში ზომები უნდა გამკახრდეს.

„საგანგებო სხდომის ჩატარების აუცილებლობა დადგა ორი გარემოებიდან გამომდინარე. პირველი, როგორც ჩანს, ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა, ან ვერ, ან არ გაიგო, რომ დარჩეს სახლში. ჩვენ ყველამ მოვუსმინეთ მედიკოსების გამოსვლას. ამდენად, აღსრულების ნაწილში უნდა გავამკაცროთ მდგომარეობა. ეს მდგომარეობა შეესაბამება საგანგებო ზომებს. თუ საჭირო გახდება, ამ შემთხვევაში მზად არის ჩვენი თავდაცვის ძალებიც ჩაერთონ ამ ღონისძიებაში. ამ ეტაპისთვის თავდაცვის ძალების გამოყენება არ იგეგმება, თუმცა ყოველწუთს შეიძლება შეიცვალოს ვითარება...საფრთხე იზრდება. როგორც მოგეხსენებათ, ყოველდღე გვაქვს ამაზე საუბარი და მგონი ჩემგან ამაზე საუბარი არ არის საჭირო, ვინაიდან მედიკოსები როდესაც საუბრობენ, ეს უნდა გაიგოს თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ. ამდენად, საფრთხის გაზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა ჩვენც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. სამეგრელოში ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გული გავიარხეინოთ და ისევ გამოვიდეთ ქუჩებში, ისევ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ გადაადგილება.

ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად შეჩერებული არის და მაქსიმალურად მივიღებთ ზომებს, რათა კიდევ უფრო გავამკაცროთ გადაადგილება. ერთადერთი ინსტრუმენტი, შენელდეს ეპიდემია და არ მიიღოს მასშტაბური სახე, როგორიც არის ეს თურქეთში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც მხოლოდ ერთ ღამეში 100-ზე მეტი ადამიანი იღუპება, უნდა მივიღოთ მაქსიმალურად ის ზომები, რასაც გვირჩევენ ჩვენი მედიკოსები“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42