„ნუ ვთხოვთ ეპიდემიოლოგებს, საჯაროდ ისაუბრონ მთავრობის შეცდომებზე... და ექიმებს ვთხოვ, ნუ გადმოერთვებიან უსაფუძვლო პოლიტ-კინკლაობებში“ - ნიკა მელია
პოლიტიკა - 00:48, 29 Mar, 2020     1306
მოკრძალებით ვთხოვ ექიმებს, ნუ გადაერთვებით პოლიტიკურ დისკუსეიბსა თუ უსაფუძვლო პოლიტ-კინკლაობაში - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული საფრთხის ფონზე, ეპიდემიოლოგების მიმართ განსაკუთებული დამოკიდებულებისკენ მოუწოდეს ის საზოგადოებას და მიიჩნევს, რომ „უნდა ვაცადოთ ეპიდემიასთან ბრძოლა“, მიუხედავად იმისა, რომ, მიკა მელიას თქმით, „ხელისუფლება ცერცვაძეს, გამყრელიძეს და იმნაძეს ფარად იყინებს“.

„ნუ ვთხოვთ ეპიდემიოლოგებს, საჯაროდ ისაუბრონ ამ მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებზე. არ ისაუბრებენ!

დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენზე უკეთ ხედავენ ამ მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ ამ შეცდომებზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ, იმედია ისევ და ისევ ჩვენი სიმშვიდის გამო - რომ არ გამოიწვიონ პანიკა.

უკვე ფაქტია, რომ ხელისუფლება სამ ადამიანს - ბატონ ცერცვაძეს, განსაკუთრებით კი ბატონ იმნაძეს და გამყრელიძეს - ფარად იყენებს. ვხედავთ ამასაც, მაგრამ არ ვიმჩნევთ. ჩემი თხოვნა იქნება, არ შევიმჩნიოთ. ვაცადოთ მათ ეპიდემიასთან ბრძოლა, ახლა მთავარია ვძლიოთ ვირუსს!

მოკრძალებულად ვთხოვ ექიმებს, ნუ გადმოერთვებიან პოლიტიკურ დისკუსიებსა თუ ბოლომდე უსაფუძვლო პოლიტ-კინკლაობებში.

ოპოზიციაზე განცხადებების კეთებაც პოლიტიკაში ჩართვაა, რაც მათ თითქოს კატეგორიულად არ სურთ და კარგი იქნება, თუ სრულად დისტანცირდებიან პოლიტიკური პროცესებისგან და პოლიტიკური შეფასებების კეთებისგან.

მთლიანად გაუგებარია, როცა ჟურნალისტს, ბევრისთვის აქტუალურ საკითხზე აქვს კითხვა და პასუხს ითხოვს და ექიმს კი 2009 წელზე და დაჭერებზე გადააქვს საუბარი! არა თუ გაუგებარია, პარადოქსული და აბსურდულიცაა. ამ ვითარებაში ვის აინტერესებს ეს, რა შუაშია?!

რაც მთავარია, რომ გადავრჩეთ - დავრჩეთ სახლში!“ - წერს ნიკა მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42