ლევან დავითაშვილი: '' უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის მოსახლეობის სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების უწყვეტობა“
პოლიტიკა - 23:04, 28 Mar, 2020     571

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდა სწორედ იმისათვის, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი იყოს სწორად მართული და კოორდინაცია იყოს მაღალი ხარისხის.

„დღეს არსებულ ვითარებაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის მოსახლეობის სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების უწყვეტობა, მარაგების არსებობა. მთელ რიგ ქვეყნებში იყო შეფერხებები მიწოდებაში. ხშირ შემთხვევებში, ამის მიზეზი პანიკური შესყიდვებია. ჩვენთან პროცესები სწორად იყო მართული და, შესაბამისად, შეფერხება მიწოდებაში არ გვქონია, თუმცა იყო გარკვეული უხერხულობები - რიგები, პანიკური მოთხოვნა, რომელიც ფასების სპეკულაციური ზრდის ცდუნების საფრთხეს ქმნიდა ბაზარზე. დღეისათვის სიტუაცია სტაბილურია - აღარ არის რიგები, სავაჭრო ქსელები მუშაობს შეუფერხებლად და პროდუქტი მიეწოდება ბაზარს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, იმ განცხადებების გათვალისწინება და აღსრულება, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებიდან კეთდება, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ კოორდინირებულ მოქმედებას.

რაც შეეხება მარაგებს, სამინისტრო უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ ხორბალზე და ყველა იმ პროდუქტზე, რაც მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია, მათ შორის, ზეთი, ბურღულეული პროდუქტი, მშრალი პროდუქტები, ცილოვანი პროდუქტები, ხორცპროდუქტები და ა.შ. ქვეყანაში მარაგები საკმარისია. პროცესი კონტროლდება, რათა ბაზარზე წყვეტა არ იყოს.

ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან რთულ ვითარებაში იმყოფება მთელი მსოფლიო. შესაბამისად, მოწოდებაში შეფერხებები შეიძლება იყოს, რადგან ცალკეულ ქვეყნებს შეექმნათ პრობლემები. სწორედ ამიტომ არის ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად კონცენტრირებული ყურადღება; ჩვენ ვმუშაობთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რეგულარულად ვხვდებით და ვმუშაობთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ვახდენთ შიდა რესურსების მობილიზებას. ეს არის პროცესი, რომელიც ამ რთული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას შეფერხება და არ გაუჩნდეს დამატებითი საზრუნავი ისედაც რთულ ვითარებაში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42