ბიზნესმენი ლევან ვასაძე ინგა გრიგოლიას გადაცემაში „დიდი პოლიტიკა“ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების განწყობაზე საუბრობს და ალეგორია მოჰყავს:
„შეხედეთ რა ხდება დღეს, ძალიან საინტერესო ალეგორია მინდა მოვიყვანო და იმედია არავის არ ვაწყენინებ, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გამოვდა როგორც მხსნელი, მე ასე ვიტყვი და იხსნა ქვეყანა უბედურებისაგან, რომელსაც აქ ადგილი ჰქონდა, მიდის ახლა და ხალხის წარმოსახვით კონსტრუქციაში რჩება ფსევდო მეფედ.
ის კი გვიტოვებს ამ ფიგურებს, რომლებსაც ჩვენ ნკლებად ვიცნობთ, მაგრამ ესენი არიან ფიგურები, რომლებსაც ჩვენ ვღებულობთ იმიტომ, რომ ეს კაცი, რომელმაც გვიხსნა სააკაშვილისგან, ვიცით, რომ არსად არ მიდის და რამე რომ იყოს ისევ ჩაერევა.
შეხედეთ, რა? ანუ ქვეცნობიერად ჩვენი ისტორიული ფსიქიკა, ჩვენი კულტურაა და ამაში სამარცხვინო არაფერი არ არის, რამ შეაძულა ამ ხალხს.
მე მსურს განვასხვავო საკუთარი ისტორია, საკუთარი იდენტობა. მე არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ძალიან დიდი განსხვავებაა უცოდინარობასა და შეგნებულ სიძულვილს შორის შენი ისტორიის მიმართ.
როცა შენ ამბობ, რომ „ბაგრატიონები მე ვიცი მუზეუმში“ - რა მუზეუმში? შენ ხარ მატარებელი კოლოსალური, კულტურული მაიდენტიფიცირებელი ერთეულისა. მრავალი წელია ვმოგზაურობ და საუბარში განათლებულ ბიზნესმენებთან, საქმოსნებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, უცებ დაგიძახებენ არმენიას, ან უზბეკისტანს.
ეს ნატეხები საბჭოთა კავშირისა, მსოფლიოს თვალში არის რაღაც დანგრეული რუსული იმპერიისა, ეს ჩვენ ვიცით რომ ჩვენ გვაქვს 14-დან ერთ-ერთი ალფავიტი და ვამაყოფთ ამით.
აგერ, შეხედეთ „ვოლ სტრით ჯორნალი“ ლაპარაკობს, რომ სააკაშვილი საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონიაო, ამაზე მეტი დაცინვა რა გინდა ქვეყნისათვის, ჯორჯ ვაშინგტონი - პირველი პრეზიდენტი და დამფუძნებელი მამა, რომლის გენიასაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მოღვაწეობდა ჩვენი ბოლო მეფის დროს და ამ ხალხს ჰგონია, რომ საქართველოდან დაიწყო საქართველოს ისტორია“, - განაცხადა ლევან ვასაძემ "დიდ პოლიტიკაში".
მასალის გამოყენების პირობები






